ერნა გრიგორიანი
четверг, 22 июня 2017 г.
ინგლუსური-რუსული და ბიოლოგიის ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე "ჯანმრთელი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესები"
& healthy lifestyle"
„სწორი კვება და
ჯანსაღი
ცხოვრების წესი“
გაკვეთილის თემა:
„სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი“
გაკვეთილის მიზანი
1. მოსწავლეები შეძლენებ ნასწავლი ლექსიკური ერთეულების გამოყენებას წერასა და კითხვა-პასუხის რეჟიმში.
2. მოსწავლეები შეძლენებ წაკითხულის გაგებას და გააზრებას.
ე.ს.გ. სტანდარტები:
უცხ.ს.IV.5.
მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მრავალსაფეხურიანი ინსტრუქცია (მაგ., კომპლექსური დავალების ინსტრუქცია, რჩევა-დარიგება, თამაშის წესები, რეკომენდაციები და სხვა).
2. ამოიცნობს შესასრულებელ ქმედებებს;
უცხ.ს.IV.9.
მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით, ამოიცნოს ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.
6. ამოიცნობს აუცილებლობის, რჩევის, აკრძალვის გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს;
12. ამოიცნობს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების (აკრძალვა, აუცილებლობა, ნების დართვა, რჩევის მიცემა) გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს;
14. ამოიცნობს აზრობრივი გადაბმის ენობრივ საშუალებებს (მაგ., ანაფორულ ნაცვალსახელებს, ზმნიზედებს, არტიკლებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს და სხვა).
უცხ.ს.IV.16.
მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
1. წინასწარი მომზადების გარეშე ახერხებს ინფორმაციის გაცვლას მისთვის კარგად ნაცნობ თემატიკაზე;
2. ამა თუ იმ საკამათო საკითხთან დაკავშირებით მომზადების გარეშე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ);
3. აკეთებს კონკრეტულ არჩევანს და განმარტავს მას (მაგ., რომელი ტელეგადაცემა ურჩევნია და რატომ; რომელ ქვეყანაში უნდა მოგზაურობა და რატომ და სხვა);
4. გამოხატავს საკუთარ ემოციებს, განწყობილებას;
უცხ.ს.IV.18.
მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
1. გადმოსცემს რაიმე შემთხვევის მნიშვნელოვან დეტალებს;
2. მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
უცხ.ს.IV.19.
მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
1. ინტერაქციის წარმართვისას სათანადოდ შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს;
2. ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს;
3. იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას;
4. იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს;
5. ამბების გადმოცემისას მართებულად იყენებს ზმნის ნასწავლ ფორმებს წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად;
6. იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ხშირად ხმარებულ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ლექსიკურ ერთეულებს, მყარ შესიტყვებებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს);
12. იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ხშირად ხმარებულ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ლექსიკურ ერთეულებს, მყარ შესიტყვებებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს);
უცხ.ს.IV.25.
მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
1. მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
2. გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
3. განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომელსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად;
4. განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების შესასრულებლად;
5. განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია;
6. განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის.
უცხ.ს.IV.29.
მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
2. ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
3. მოქმედებს გუნდის წვრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან (პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
4. ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
5. უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
6. ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
7. საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში
10. მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
შეფასების ანალიტიკური რუბრიკა
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
| |
მოსწავლე იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს წერასა და კითხვა-პასუხის რეჟიმში.
|
მოსწავლე ვერ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს წერასა და კითხვა-პასუხის რეჟიმში.
|
მოსწავლე იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს წერასა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, მაგრამ უშვებს ბევრ შეცდომებს.
|
მოსწავლე იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს წერასა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, მაგრამ არ უვარგა ინტონაცია და სიტყვების გამოთქმა.
|
მოსწავლემ იცის ლექსიკური ერთეულები და უმეტეს შემთხვევაში სწორად გამოთქვამს მათ.
|
მოსწავლემ იცის ნასწავლი ლექსიკური ერთეულები, სწორად გამოთქვამს მათ და ადგენს წინადადებებს მათი გამოყენებით.
|
მოსწავლეს შეუძლია წაკითხულის გაგება და გააზრება.
|
მოსწავლეს არ შეუძლია წაკითხულის გაგება და გააზრება.
|
მოსწავლეს უჭირთ წაკითხულის გაგება და გააზრება.
|
მოსწავლე კითხულობს, მაგრამ უჭირს წაკითხულის გააზრება.
|
მოსწავლე სწორად კითხულობს და უმეტესად იგებს წაკითხულს და იაზრებს მას.
|
მოსწავლესწორად კითხულობს,კარგად იგებს წაკითხულს და არ უჭირს გააზრება. შეუძლია წაკითხულის გამოყენება საკომუნიკაციო ლექსიკაში.
|
მოსწავლე ადგენს მენიუს უცხო ენაზე.
|
მოსწავლე ვერ ადგენს მენიუს უცხო ენაზე.
|
მოსწავლე ცდილობს შეადგინოს მენიუ უცხო ენაზე, მაგრამ უშვებს ბევრ შეცდომებს.
|
მოსწავლე წერს მენიუს უცხო ენაზე, მაგრამ უშვებს ბევრ ორთოგრაფიულ შეცდომებს.
|
მოსწავლე წერს მენიუს უცხო ენაზე და უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს.
|
მოსწავლე უშეცდომოდ ადგენს მენიუს უცხო ენაზე, იყენებს რთულ ლექსიკურ კონსტრუქციებს და შეუძლია მენიუს პრეზენტაცია უცხო ენაზე.
|
„ჯანმრთელი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი“
1.
საორგანიზაციო ნაწილი (მისალმება, ლოცვის წაკითხვა,
სიის ამოკითხვა, გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკის წაკითხვა). 3 წთ.
2.
გონებრივი იერიში - „რას შეჭამდი დილით საუზმეზე? როგორ
გგონია ეს საკვები სასარგებლოა თუ არა?“ - ეკითხებიან რუსულის და ინგლისურის მასწავლებლები
და მოსწავლეები სცემენ პასუხებს. 3 წთ.
3.
მეთოდი „აბლაბუდა“. დაფაზე წინასწარ ხატია წრე, რომელშიც
წერია რუსულ და ინგლისურ ენებზე „ჯანსაღი კვება“. რამოდენიმე მოსწავლე გამოდის და წერს
წრის ირგვლის არსებით სახელებს ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. 3წთ.
4.
მოსწავლეები იყოფებიან 3 ჯგუფად: „ცილები“, „ცხიმები“
და „ნახშირწყლები“. წინასწარ კალათში მოთავსებულია სურათები, რომლებიც შეიცავენ ცილებს,
ცხიმებს და ნახშირწყლებს დიდი რაოდენობით და ამის მიხედვით იყოფებიან ჯგუფებად. „ცხიმები“
არის რუსული ჯგუპი, ხოლო „ცილები“ და „ნახშირწყლები“ - არის 2 ინგლისური ჯგუფი. 2 წთ.
5.
მოსწავლეებს ვურიგებთ წინასწარ მომზადებულ ბარათებს,
რომლებზეც რუსულ-ინგლისურად წერია ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებული სიტყვათაშეკავშირებები.
მოსწავლეებმა უნდა რუსულ-ინგლისური სიტყვები დააკავშირონ ერთმანეთს. 3 წთ.
6.
მოსწავლები კითხულობენ ინგლისურ-რუსულ სიტყვათაშეკავშირებებს.
2 წთ.
7.
მოსწავლეებს ვუჩვენებთ ვიდეოჩანაწერს თემაზე: „10 მცნება
ჯანმრთელ კვებაზე და ჯანსაღ ცხოვრების წესზე“. 3 წთ.
8.
დიალოგი ნანახი ვიდეორგოლის შესახებ. კითხვა-პასუხი
ინგლისურ ენაზე იმის თაობაზე თუ ამ მცნებებიდან
რომელს იცავენ ან დაიცავენ ისინი და რატომ? 3 წთ.
9.
მოსწავლეებს ურიგდებათფურცლები, რომლებზეც მათ უნდა
დაწერონ სპორტსმენის, მოდელის და სკოლის მოსწავლის 1 დღის მენიუ. „ცხიმები“ წერს სკოლის
მოსწავლის მენიუს რუსულ ენაზე, „ცილები“ - მოდელის და „ნახშირწყლები“ - სპორტსმენის
ინგლისურად. მენიუს შედგენის დროს მოსწავლეებს ვურთავთ წინასწარ შედგენილი სლაიდ-შოუ,
რომელზეც ასახულია ყველა სახის სურათი (ჯანსაღი და არაჯანსაღი), რათა დაეხმაროს მოსწავლეებს
მენიუს შედგენაში. სლაიდ-შოუს ახლავს კლასიკური მუსიკა. 10 წთ.
10. მენიუს
შედგენის აქტივობის დასასრულს თითო ჯგუფიდან ერთი მოსწავლე აკეთებს შედგენილი მენიუს
პრეზენტაციას და ბიოლოგიის მასწავლებელი ამოწმებს თუ რამდენად სწორად მოსწავლებმა გათვალეს
საკვების კალორიულობა და ენერგეტიკული ღირებულება. 10 წთ.
11. საშინაო
დავალება: „ჯანმრთელი კვება ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“. 1 წთ.
12. მოსწავლების
თვითშეფასება - ბიოლოგიის მასწავლებელი ეკითხება მოსწავლებს:
ა) როგორ შეაფასებდით დღევანდლ გაკვეთილს და თქვენს მონაწილეობას მასში?
ბ) მსგავსი გაკვეთილის მეორედ ჩატარებისას რა ცვლილებებს შეიტანდით? 2
წთ.
ბიოლოგიური დასახელებები საკვებთან დაკავშირებით ინგლისურად და რუსულად
Vitamins - витамины
Carbohydrates - углеводы
Cholesterol - холестерин
Proper nutrition - правильное питание
Calorimeter - калориметр
Dairy
products - молочные
продукты
Semi–finished
goods - полуфабрикаты
Fats - жиры
Chemical
additives - химические добавки
Proteins - Белки
Healthy nutrition - здоровое питание
Modified
products - модифицированные продукты
Fast food - быстрое питание
Appetite - аппетит
Caloric
content - калорийность
Primary
energy metabolism - основной энергетический обмен
Energy value - энергетическая ценность
Nutrients - питательные вещества
Obesity - лишний вес
Balanced diet - сбалансированная еда
Healthy food - здоровая пища
Подписаться на:
Комментарии (Atom)



