ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
საგნები: ინგლისური ენა
და გეოგრაფია
კლასი - XI
თემა: არტიკლების გამოყენება გეოგრაფიულ დასახელებებთან ერთად
გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 20.11.2018 წ.
საგანი
|
ინგლისური ენა
|
დრო
|
45 წუთი
|
კლასი
|
XI
|
კლასის
პროფილი
|
9 მოსწავლე
(სსსმ არ არის)
|
მიზანი
|
·
მოსწავლემ შეძლოს გეოგრაფიასთან დაკავშირებული ინგლისური
ტექსტის წაკითხვა, გაგება და გაანალიზება
·
მოსწავლემ შეძლოს ინტერაქციაში
მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
·
მოსწავლემ შეძლოს ინგლისური ენის
საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
·
მოსწავლემ შეძლოს გლობალიზაციის პროცესის სოციალურ-კულტურულ ასპექტზე
მსჯელობა.
|
ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტი:
|
უცხ.ს.VII.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტექსტები (მაგ., სამეცნიერო-პოპულარული სტატია, ესე, საგაზეთო პუბლიკაცია, ბუკლეტი, რეპორტაჟი და სხვა).
უცხ.ს.VII.12. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
უცხ.ს.VII.18. მოსწავლეს შეუძლია
უცხოური ენის
საგანმანათლებლო
მიზნით გამოყენება.
გეო.XI.5. მოსწავლეს შეუძლია გლობალიზაციის პროცესის სოციალურ-კულტურულ ასპექტზე
მსჯელობა
·
მოსწავლე ეცნობა კულტურული დიფუზიის სხვადასხვა
გამოვლინებებს მსოპლიოში და მსჯელობს „გლობალური ტურიზმის“ მახასიათებლებზე:
მუსიკა, ტელევიზია, სპორტი, ტურიზმი.
|
ცოდნა
(ფაქტები, სიტყვები,
ტერმინები)
|
მოსწავლე სწავლობს ახალ გეოგრაფიულ სიტყვებს (როგორიცაა bay,
archipelago, gulf, volcano, strait და სხვა) და იყენებს სწორ არტიკლებს მათთან,
ეცნონბა გლობალურ-კულტურულ მახასიათებლებს.
|
უნარები
(სააზროვნო უნარები,
საგნობრივი უნარები, შეფასების უნარები, გეოგრაფიული ტერმინების ინგლისურთან დაკავშირების
უნარი და სხვა)
|
მოსწავლეს გამოუმუშავდება არტიკლების გამოყენების
უნარი გეოგრაფიულ დასახელებებთან, რუკის დახმარებით შეძლებს სხვადასხვა გეოგრაფიულუ
დასახელებების ძებნას და ინგლისურად მათ დასახელებას. შეძლებს მსჯელობას გლობალურ-კულტურულ
მახასიათებლებზე.
|
საჭირო წინარე
ცოდნა და უნარჩვევები:
|
მოსწავლეს ნასწავლი აქვს ზოგი გეოგრაფიული დასახელება
ინგლისურად და იცის მათთან არტიკლების გამოყენების წესი.
|
გაკვეთილის/აქტივობის გეგმა
აქტივობები
|
მიზანი
|
მეთოდი
|
კლასის პორგანიზების ფორმები
|
დრო
|
1. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
|
გავაცნო მოსწავლეებს გაკვეთილის აქტუალურობა
|
გაკვეთილის თემის, მიზნის, მოსალოდნელი
შედეგის და შეფასების რუბრიკის გაცნობა ვერბალურად
|
საერთო საკლასო
|
3 წთ.
|
2.წინარე ცოდნის გააქტიურება
|
მოტივაციის გაზრდა. გამოწვევა და გააქტიურება იმ უნარების და წინარე
ცოდნის , რომელზე დაყრდნობითაც მიიღწევა მიმდინარე გაკვეთილის შედეგი.
|
იმ ნასწავლი
გეოგრაფიული დასახელებების გახსენება, რომლებთანაც იხმარება ან არ იხმარება
არტიკლები.
გაცნობა ახალ გეოგრაფიულ სიხტყვებთან
|
საერთო სალასო
|
7 წთ.
|
3.სწავლა - აღმოჩენებით
|
მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლონ გეოგრაფიულ დასახელებებთან გამოყენებული
არტიკლების გააზრება და დახარისხება თუ რომელ გეოგრაფიულ დასახელებებთან იხმარება
არტიკლი და რომელთან არა
|
პრაქტიკული სამუშაოს შესრულება
1.გაცნობა ახალ გეოგრაფიულ სიხტყვებთან
2. მოსწავლეებს ეძლევათ წინასწარ მომზედებული გეოგრაფიული
შინაარსის ტექსტი, რომელშიც მოთავსებულია თითქმის ყველა გეოგრაფიული დასახელება უკვე
სწორად ჩასმული არტიკლებით. მათ ევალებათ ტექსტის წაკითხვა და გეოგრაფიული დასახელებების
დახარისხება არტიკლების გამოყენების მეშვეობით.
3. სამუსაო ხორციელდება ორ ჟგუფში და შესაბამისად
ერთი ჯგუფი წერს გეოგრაფიულ დასახელებებს, რომლებთანაც იხმარება არტიკლი the
და მეორე - რომლებთანაც საერთოდ არ იხმარება. შემდეგ
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას.
|
ჯერ ინდივიდუალური შემდეგ ჯგუფური
|
10 წთ.
|
4.ცოდნის აგება
როლური თამაში
|
მოსწავლემ შეძლოს არტიკლებთან დაკავშირებული სიახლეების გამოყენება გეოგრაფიულ
დასახელებებთან და იმსჯელოს გლობალურ-კულტურულ მახასიათებლებზე, შეძლოს იმ ღირსშისანიშნაობების
წარმოჩენა რაც მნიშვნელოვანია გლობალურ კულტურაში
|
მოსწავლეებისთვის წინასწარ მომზადებულია ადგილი (პოსტერებით და სხვადასხვა
ვიზუალური მასალით), სადაც მათ უნდა გაითამაშონ ტურისტული სააგენტო. მათ ურიგდებათ
მსოფლიო რუკები ინგლისურ ენაზე. ტურისტული აგენტი მათ სთავაზობს სხვადასხვა ქვეყნებს
და მოსწავლეებს ევალებათ ამ ქვეყნების და გეოგრაფიული დასახელებების მოძებნა რუკაზე
და მათთან სწორი არტიკლების გამოყენება. მე მომზადებული მაქვს 4 ქვეყნის სლაიდი მათი
გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობებით, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს იმსჯელონ გლობალურ-კულტურულ
მახასიათებლებზე.
|
ინდივიდუალური
|
16 წთ.
|
5.პრაქტიკული სამუშაოს შესრულება
|
მიღებული ცოდნის განმტკიცება
|
დავურიგებ დავალების ბარათებს. მოსწავლეებმა უნდა ჩასვან საჭირო არტიკლი
გამოტოვებულ გეოგრაფიულ დასახელებასთან
|
ინდივიდუალური
|
3წთ.
|
6.გაკვეთილის შეჯამება და შეფასება
|
დავადგინო როგორ შეძლეს მოსწავლეებმა ახალი მასალის გაგება, ხომ არ არის
რომელიმე მოსწავლესთან დამატებითი მუშაობის საჭიროება. მივაწოდო კონკრეტული უკუკავშირი.
|
კითხვა-პასუხის დახმარებით და ნამუშევრების შესახებ მსჯელობით. მოსწავლეებისათვის
კონკრეტული განმსაზღვრელი და განმავითარებელი კომენტარების მიცემა. როგორ მიაღწიეს
გაკვეთილის ძირითად მიზანს, რა იყო მათი ძლიერი მხარეები, რა საჭიროებები გამოიკვეთა
და როგორ დაძლიონ ეს საჭიროებები.
|
ინდივიდუალური
|
3წთ
|
7.საშინაო დავალება
|
მოსწავლემ შეძლოს მიღებული ცოდნის დამოუკიდებლად, სახლში განმტკიცება
|
მოსწავლეებნა დაწერონ თემა სათაურით „The country I’d like to visit. And why?”
|
ინდივიდუალური
|
2წთ
|
გაკვეთილის/აქტივობის ეტაპები
A ფაზა (10 წთ)-პრაქტიკული
სამუშაოს შესრულება
|
1. მოსწავლეებს აქვთ წინასწარ მომზედებული
გეოგრაფიული შინაარსის ტექსტი, რომელშიც მოთავსებულია თითქმის ყველა გეოგრაფიული
დასახელება უკვე სწორად ჩასმული არტიკლებით. მათ უნდა წაიკითხონ ტექსტი და სწორად
დაახარისხონ არტიკლების გამოყენება.
2. სამუსშაო არის ჯგუფური და შესაბამისად ერთი ჯგუფი
წერს გეოგრაფიულ დასახელებებს, რომლებთანაც იხმარება არტიკლი the
და მეორე - რომლებთანაც საერთოდ არ იხმარება.
3. მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას.
|
B ფაზა (წვდომა 26-წუთი)
|
მოსწავლეები გაითამაშებენ ტურისტულ სააგენტოს. მათ ექნებათ წინასწარ
მომზადებული მსოფლიო რუკები ინგლისურ ენაზე. ტურისტული აგენტი მათ სთავაზობს სხვადასხვა
ქვეყნებს და მოსწავლეებმა უნდა მოძებნოს ქვეყნები რუკაზე და სწორად გამოიყენეონ არტიკლები
ამა თუ იმ გეოგრაფიულ დასახელებებთან. წინასწარ მომზადებულია 4 ქვეყნის სლაიდი მათი
გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობებით, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს.
|
C ფაზა (რეფლექსია 9-წუთი)
|
ტურისტული სააგენტოს გათამაშების შემდეგ კითხვა-პასუხის დახმარებით და
ნამუშევრების შესახებ მსჯელობით შევაჯამებთ ახალ მასალას. მოსწავლეებისათვის კონკრეტული
განმავითარებელი კომენტარის მიცემა. როგორ მიაღწიეს გაკვეთლის ძირითად მიზანს, რა
იყო მათი ძლიერი მხარეები, რა საჭიროებები გამოიკვეთა. როგორ დაძლიონ ეს საჭიროებები.
საშინაო დავალებად კი მივცემ დასაწერ თემას სახელად „The country I’d like to visit. And why?”
|
შეფასება: განმავითარებელი კომენტარი
თითოეული აქტივობის
ბოლოს
შეფასების სქემა
#
|
პრინციპები
|
მაღალი მზაობა
სრულად აღწევს ესგ-ით გათვალისწინებულ შედეგს
10-9
|
საშუალო მზაობა
აქვს ხარვეზები ესგ გათვალისწინებული შედეგის
მისაღწევად
8-7
|
ნაკლები მზაობა
ვერ აღწევს
ესგ გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგს
6-5
|
1
|
მოსწავლემ შეძლოს გეოგრაფიასთან დაკავშირებული ინგლისური
ტექსტის წაკითხვა, გაგება და გაანალიზება
|
სამუშაოს ასრულებს დამოუკიდებლად, აქვს მსჯელობის უნარი არგუმენტებით. აკავშირებს
ინგლისურ ტექსტს გეოგრაფიასთან. შეუძლია გაგება და მისი გაანალიზება.
|
სამუშაოს ასრულებს დამოუკიდებლად, უჭირს მსჯელობა არგუმენტებით, საჭიროებს
მცირეოდენ დახმარებას.
|
სამუშაოს ვერ ასრულებს დამოუკიდებლად,საჭიროებს აქტიურ მხარდაჭერას.
|
2
|
მოსწავლემ შეძლოს ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
|
მოსწავლე შეუძლია მიიღოს მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე საუბარი .
|
მოსწავლე უჭირს მონაწილეობის მიღება მისთვის ნაცნობ თემატიკაზე საუბარი .
|
მოსწავლე ვერ იღებს მონაწილეობას
მისთვის ნაცნობ თემატიკაზე საუბარი
|
3
|
მოსწავლემ შეძლოს ინგლისური ენის საგანმანათლებლო
მიზნით გამოყენება.
|
მოსწავლეს შეუძლია ინგლისური ენის
საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
|
მოსწავლეს უჭირს ინგლისური ენის საგანმანათლებლო
მიზნით გამოყენება.
|
მოსწავლეს არ შეუძლია ინგლისური ენის
საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
|
4
|
მოსწავლემ შეძლოს გლობალიზაციის პროცესის სოციალურ-კულტურულ ასპექტზე
მსჯელობა.
|
მოსწავლეს შეუძლია გლობალიზაციის პროცესის სოციალურ-კულტურულ ასპექტზე
მსჯელობა.
|
მოსწავლეს უჭირს მსჯელობა გლობალიზაციის პროცესის სოციალურ-კულტურულ
ასპექტზე.
|
მოსწავლე
ვერ
მსჯელობს გლობალიზაციის პროცესის
სოციალურ-კულტურულ ასპექტზე.
|
რეფლექსია
გაკვეთილი დავიწყე კლასის ორგანიზებით, გაკვეთილის მისაღწევი
მიზნის
და შეფასების
კრიტერიუმების გაცნობით.
წინარე ცოდნა
გავააქტიურე ზეპირად
ყველა განვლილი
გეოგრაფიული დასახელებების გახსენებით.
აქტივობის მიზანი
მიღწეულად
მიმაჩნია,
რადგან
მოსწავლეებმა
გაიხსენეს ყველა
ის გეოგრაფიული დასახელება, რომელიც ადრე
იყო ნასწავლი.
ამ აქტივობის
დასრულების შემდეგ
გადავედი ახალ
აქრივობაზე „სწავლა
- აღმოჩენებით”, სადაც
მოსწავლეები გაეცნენ
ახალ გეოგრაფიულ სიხტყვებს. მოსწავლეებს მიეცათ წინასწარ
მომზადებული გეოგრაფიული შინაარსის ტექსტი,
რომელშიც მოთავსებული იყო თითქმის ყველა
გეოგრაფიული დასახელება უკვე სწორად
ჩასმული არტიკლებით. მათ ევალებოდათ ტექსტის წაკითხვა
და გეოგრაფიული დასახელებების დახარისხება არტიკლების გამოყენების მეშვეობით. სამუშაო ხორციელდებოდა ორ ჟგუფში
და შესაბამისად ერთი ჯგუფი
წერდა გეოგრაფიულ დასახელებებს, რომლებთანაც იხმარება
არტიკლი the
და მეორე
- რომლებთანაც საერთოდ
არ იხმარება.
შემდეგ მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია.
ვფიქრობ, აქტივობის მიზანი მიღწეულ იქნა, რადგან მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული ტექსტის განხილვაში და პრეზენტაციის მომზადებაში.
პრეზენტაციის წარდგენის
შემდეგ გადავედით როლურ თამაშზე
„ცოდნის აგება“,
სადაც მოსწავლეებისთვის წინასწარ მომზადებული იყო ადგილი
(პოსტერებით და
სხვადასხვა ვიზუალური
მასალით), სადაც
მათ უნდა
გაეთამაშებინათ ტურისტული
სააგენტო. მათ
დაურიგდათ მსოფლიო
რუკები ინგლისურ
ენაზე. ტურისტულმა აგენტმა მათ
შეთავაზა სხვადასხვა ქვეყნები და
მოსწავლეებს ევალებოდათ ამ ქვეყნების
და გეოგრაფიული დასახელებების მოძებნა
რუკაზე და
მათთან სწორი
არტიკლების გამოყენება. მე მომზადებული მქონდა 4 ქვეყნის სლაიდი
მათი გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობებით, რომლებიც დაეხმარა
მოსწავლეებს გლობალურ-კულტურულ მახასიათებლებზე მსჯელობაზე.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია მოსწავლეთა ჩართულობა, აქტიურობა და კრეატიულობა, რაც მათი როლური თამაშით გამოიხატა ტურისტული
სააგენტოს დროს. ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწიე, რადგან მოსწავლეებმა
სწორად შეძლეს
არტიკლების გამოყენება სხვადასხვა გეოგრაფიულ დასახელებებთან. ამრიგად,
ისინი
მაღალ
სააზროვნო
დონეზე
გავიდნენ.
გაკვეთილზე
მოხდა
რამდენიმე
კომპეტენციის
განვითარება:
წიგნიერების,
შემოქმედებითი
და
კრიტიკული
აზროვნების
გამოვლენა.
ვფიქრობ, გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეებსა და ჩემს შორის
კეთილგანწყობილი
ურთიერთობა
იყო,
ის
ეფუძნებოდა
პატივისცემასა
და
თანამშრომლობას.
მოსწავლეებმა
შეძლეს
განსხვავებული
მოსაზრებების
გამოხატვა.
კლასის
მართვის,
დისციპლინის
მხრივაც
პრობლემები
ფაქტობრივად
არ
წარმოშობილა.
მოსწავლეები
ძირითადად
იცავდნენ
ქცევის
წესებს,
მათი
შეხსენება
არ
დამჭირვებია.
სასწავლო
დრო
ფუჭად
არ
გამოგვიყენებია.
გაკვეთილი
იყო
დინამიკური.
მასში ყველა მოსწავლე იყო ჩართული.
ვპიქრობ, რომ გაკვეთილზე ინგლისური
ენის გეოგრაფიასთან ინტეგრაცია შედგა.
იმიტომ, რომ
მოსწავლეებმა თავი
გაართვეს ნებისმიერ
გეოგრაფიულ დავალებას
მათთვის უცხო
ენაზე.
https://drive.google.com/open?id=1uWIGp7bPnbJ4ec6k3cezIbE_yheaFfEM
ინტეგრირებული სამოდელო
გაკვეთილის გეგმა
საგნები: ინგლისური ენა და სამოქალაქო განათლება
თემა: ადამიანთა უფლებები და მოვალეობები
საგანი: ინგლისური ენა
კლასი: მე-10
კლასის პროფილი: 3 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ არის
დრო: 45 წთ.
მასწავლებელი:
ერნა გრიგორიანი (პირ. #
01027013965)
1.
|
გაკვეთილის
მიზანი:
|
1.
მოდალური ზმნების
ფორმების განმტკიცებით მოსწავლეებს გავაცნო ადამიანთა უფლებები და ზოგადი დებულებები., შეძლოს
მოსწავლემ დებულებების შინაარსების გაგება-გააზრება და და შეძლოს დააკავშიროს
მიღებული ინფორმაცია საკუთარ გამოცდილებასთან.
2.
მოსწავლეებმა
შეძლონ კონკრეტუილ ტექსტის სწორად წაკითხვ, მოცემული დებულებების დაჯგუფება
|
2.
|
ე.ს.გ. სტანდარტი
|
უცხ.ს.VI.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი
შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის,
არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).
·
ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
·
ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად;
·
ამოიცნობს მოსაზრებებს კონკრეტულ
საკითხზე;
·
მიჯნავს ფაქტს ვარაუდისაგან;
·
აკავშირებს ტექსტში მოცემულ
ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.
მოქ.X.6. მოსწავლეს შეუძლია
გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები
|
3.
|
წინარე ცოდნა და უნარჩვევები:
|
მოსწავლეები
იცნობენ და იყენებენ მოდალური ზმნების ფორმებს. მოსწავლეები ასევე
ფლობენ საჭირო ლექსიკურ მარაგს , რომელიც საკმარისია ადამიანთა
უფლებებზე ტექსტის გასაგებად და გასაანალიზებლად.
|
გაკვეთილის/აქტოვობის
გეგმა
#
|
აქტივობები
|
მიზანი
|
მეთოდი
|
მოსწ.
ორგანიზება
|
დრო
|
1.
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
|
გავაცნო მოსწავლეებს გაკვეთილის აქტუალურობა
|
გაკვეთილის თემის, მიზნის, მოსალოდნელი შედეგის და შეფასების რუბრიკის გაცნობა ვერბალურად
|
საერთო საკლასო
|
4 წთ
|
2.
|
წინარე ცოდნის გააქტიურება
|
მოტივაციის გაზრდა. გამოწვევა და გააქტიურება იმ უნარების
და წინარე ცოდნის, რომელზე დაყრდნობითაც მიიღწევა მიმდინარე გაკვეთილის შედეგი.
|
მოსწავლეები იხსენებენ
სიტყვებს და გამოთქმებს, მათ სინონიმებს და ანტონიმებს უფლებათა თემატიკაზე.
|
საერთო სალასო
|
5 წთ
|
3.
|
უცნობი ლექსიკის
გაცნობა- გააქტიურება
|
მოსწავლეები გაეცნობიან უცნობ ლექსიკას
იმისათვის, რომ მოემზადონ კითხვისათვის. ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
|
მასწავლებელს წინასწარ აქვს მომზადებული ლექსიკური ერთეულები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს უცნობი ტექსტის
გაგება-გააზრებაში. შემდეგ მოსწავლეები ასახელებენ მათ სინონიმებს, სესაძლო ანტონიმებს და ასევე ახდენენ მათი განმარტების მიცემას.
|
ინდივიდუალური
|
4
წთ
|
4.
|
კითხვა
|
მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს ბავშვთა
უფლებების შესახებ .
|
მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ
ტექსტს ადამიანთა უფლებებზე. მოსწავლეები წაიკითხავენ და შეეცდებიან გასცენ პასუხები
მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს ტექსტიდან გამომდინარე.
|
ინდივიდუალური
|
10 წთ
|
5.
|
ნასწავლის გაანალიზება
|
უკვე მათთვის ნაცნობი ინფორმაციის გაგება-გააზრება
და კატეგორიებად დახარისხება.
|
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს იმას , რომ მათ სამუშაო
ფურცლებზე წინასწარ დაწერილი ექნებათ წინადადებები ბავშვთა უფლებებზე და მათი დავალება
იქნება ამ წინადადებებისა და ფრაზების რამოდენიმე კატეგორიებად დაყოფა.
|
ინდივიდუალური
|
8 წთ
|
6.
|
ტექსტის დახარისხება
|
მოსწავლეები გაარჩევევნ უფლებას მოვალეობისგან
|
მოსწავლეებს სამუშაო ფურცელზე აქვთ მორიგი დავალება,
რომელშიც წერია სხვადასხვა წინადადებები უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული.
მოსწავლეებმა უნდა დაახარისხონ წინადადებები მოვალეობებისა და უფლებების მიხედვით
და შემდეგ მოახდინონ ნაშრომის პრეზენტაცია.
|
ჰეტეროგენული ჯგუფი
|
5 წთ
|
7.
|
საშინაო დავალების მიცემა
|
მოსწავლეები გააღრმავებენ კლასში მიღებულ ცოდნას სახლში.
|
მოსწავლეებს ეძლევათ წინასწარ მომზადებული წინადადებები,
რომლებსაც მათ უნდა გაუკეთონ პერიფრაზი უფლებების მოდალური ზმნებისა და სიტყვების
მეშვეობით
|
3 წთ
|
|
8.
|
გაკვეთილის შეჯამება და შეფასება
|
დავადგინო როგორ შეძლეს მოსწავლეებმა ახალი მასალის
გაგება, ხომ არ არის რომელიმე მოსწავლესთან დამატებითი მუშაობის საჭიროება. მივაწოდო კონკრეტული უკუკავშირი.
|
კითხვა-პასუხის დახმარებით და ნამუშევრების შესახებ
მსჯელობით. მოსწავლეებისათვის კონკრეტული განმსაზღვრელი და განმავითარებელი კომენტარების
მიცემა. როგორ მიაღწიეს გაკვეთილის ძირითად მიზანს, რა იყო მათი ძლიერი მხარეები,
რა საჭიროებები გამოიკვეთა და როგორ დაძლიონ ეს საჭიროებები.
|
ინდივიდუალური
|
4 წთ
|
სასწავლო
მასალა:
კალამაი, ფურცელი, მარკერი. ადამიანთა უფლებების კონვენცია,
გაკვეთილის/აქტივობის ეტაპები
1.
|
A ფაზა (15 წთ)
|
მასაწვლებელი ვერბალურად აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის
თემას, მიზნანს, მოსალოდნელ შედეგს და შეფასების
რუბრიკას.
მოსწავლეები იხსენებენ
სიტყვებს და გამოთქმებს, მათ სინონიმებს და ანტონიმებს უფლებათა თემატიკაზე.
მასწავლებელს წინასწარ აქვს მომზადებული ლექსიკური ერთეულები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს უცნობი ტექსტის გაგება-გააზრებაში. შემდეგ მოსწავლეები ასახელებენ მათ სინონიმებს, სესაძლო ანტონიმებს და ასევე ახდენენ მათი განმარტების მიცემას.
|
2.
|
B ფაზა (წვდომა 23-წუთი)
|
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს წინასწარ მომზადებულ
ტექსტს ადამიანთა უფლებებზე. მოსწავლეები წაიკითხავენ და შეეცდებიან გასცენ მასწავლებლის
მიერ დასმულ შეკითხვებს ტექსტიდან გამომდინარე.
მასწავლებელი უხსნიმ მოსწავლეებს იმას , რომ მათ სამუშაო
ფურცლებზე წინასწარ დაწერილი ექნებათ წინადადებები ბავშვთა უფლებებზე და მათი დავალება
იქნება ამ წინადადებებისა და ფრაზების რამოდენიმე კატეგორიებად დაყოფა.
მოსწავლეებს სამუშაო ფურცელზე აქვთ მორიგი დავალება,
რომელშიც წერია სხვადასხვა წინადადებები უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული.
მოსწავლეებმა უნდა დაახარისხონ წინადადებები მოვალეობებისა და უფლებების მიხედვით
და შემდეგ მოახდინონ ნაშრომის პრეზენტაცია.
|
3.
|
C ფაზა( 7- წუთი)
|
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ
წინადადებებს, რომლებსაც მათ უნდა გაუკეთონ პერიფრაზიმოდალური ზმნების მეშვეობით,
კითხვა-პასუხის დახმარებით და ნამუშევრების შესახებ მსჯელობით, მისცემს მოსწავლეებისათვის
კონკრეტულ განმსაზღვრელ და განმავითარებელ კომენტარებს იმის თაობაზე თუ როგორ მიაღწიეს
გაკვეთილის ძირითად მიზანს, რა იყო მათი ძლიერი მხარეები, რა საჭიროებები გამოიკვეთა
და როგორ დაძლიონ ეს საჭიროებები.
|
შეფასება:
განმსაზღვრელი გაკვედილის ბოლოს, ხოლო განმავითარებელი ყოველი აქტივობის შემდეგ.
შეფასების რუბრიკა
#
|
კრიტერიუმები
|
10-9
|
8-7
|
6-5
|
1.
|
ტექსტის წაკითხვა
|
მოსწავლე არ უშვბეს არც ინტონაციურ და არც ფონეტიკურ შეცდომებს. კარგად გამოაქვს
წაკითხულის აზრი, არ უჭირს ტექსტის გაანალიზება.
|
მოსწავლე უშვბეს უმნიშვნელო ინტონაციურ და
ფონეტიკურ შეცდომებს. კარგად გამოაქვს წაკითხულის აზრი, ზოგჯერ უჭირს ტექსტის გაანალიზება.
|
მოსწავლე უშვბეს ინტონაციურ შეცდომებს, უშვებს
ფონეტიკურ შეცდომებს. ნაწილობრივ გამოაქვს წაკითხულის აზრი, უჭირს ტექსტის
გაანალიზება.
|
2.
|
კატეგორიების მიხედვით ტექსტის დაყოფა
|
მოსწავლეს კარგად შეუძლია გამიჯნოს
კატეგორიები, არ უჭირს უფლებების და მოვალეობის განსხვავება.
|
მოსწავლეს უჭირს კატეგორიების გამიჯნება,
ზოგჯერ ერევა უფლებები და მოვალეობი ერთმანეთში
|
მოსწავლეს ნაწილობრივ შეუძლია გამიჯნოს
კატეგორიები, უჭირს უფლებების და მოვალეობის განსხვავება.
|
3.
|
დებულებების შინაარსების გაგება-გააზრება
|
მოსწავლე გაგება-გააზრების დავალებებს ასრულებს დამოუკიდებლად,
არ საჭიროებს დახმარებას. აკავშირებს თეორიას პირად გამოცდილებასთან.
|
მოსწავლე საჭიროებს დამატებით მინიშნებებს იმისთვის,
რომ სწორად უპასუხოს გაგება- გააზრებაზე ორიენტირებულ დავალებებს
|
მიუხედავად მხარდაჭერისა უჭირს დავალების შესრულება
|
რეფლექსია
გაკვეთილი დავიწყე კლასის ორგანიზებით, გაკვეთილის მისაღწევი მიზნის და შეფასების კრიტერიუმების გაცნობით.
წინარე ცოდნა გავააქტიურე ზეპირად. მოსწავლეებმა გაიხსნებს სიტყვები და ფრაზები ადამიანის უფლებათა თემატიკაზე.
ამის შემდეგ გადავედი შემდეგ აქტივობაზე, სადაც მოსწავლეებს გავაცანი ახალი ლექსიკური ერთეულები და ისინი შეუსაბამეს მათ შესატყვისი სინონიმები და ანტონიმები.
აქტივობის მიზანი მიღწეულად მიმაჩნია, რადგან მოსწავლეებს არ გაუჭირდათ ახალი ლექსიკური ერთეულებისთვის სინონიმებისა და ანტონიმეს მოპოვება.
ამ აქტივობის დასრულების შემდეგ გადავედი ახალ აქტივობაზე, სადაც მოსწავლეებს ევალებოდათ ადამიანთა უფლებებზე ტექსტის წაკითხვა და შემდგომ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. მათ აგრეთვე არ გაუჭირდათ ადამიანთა უფლებების კატეგორიაებად დაყოფა და ნაშრომის პრეზენტაცია.
ვფიქრობ, აქტივობის მიზანი მიღწეულ იქნა, რადგან მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული
ტექსტის განხილვაში და სწორად გასცეს ყველა შეკითხვას პასუხი, არ გაუჭირდათ ადამიანთა უფლებების კატეგორიაებად დაყოფა და გამოუვიდათ კარგი პრეზენტაცია.
ტექსტის განხილვისა და პრეზენტაციის წარდგენის
ბოლო აქტივობაზე. მოსწავლეებს სამუშაო ფურცელზე ჰქონდათ მორიგი დავალება, რომელშიც ეწერა უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული სხვადასხვა წინადადებები. მოსწავლეებს უნდა დაეხარისხებინათ წინადადებები მოვალეობებისა და უფლებების მიხედვით და შემდეგ გაეკეთებინათ ნაშრომის პრეზენტაცია. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი, ოღონდ ამ აქტივიბის განმავლობაში ცოტათი დროში შევიზღუდე, რადგან ბოლოს უკვე ცოტა დრო გვრჩებოდა, რამაც განაპირობა ჩემი აჩქარება. ამ აქტივობისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ მე წინასწარ დამეწერა ცალკე ფურცლებზე (ან სტიკერებზე) ზემოდაღნიშნული წინადადებები, რითაც გავუადვილებდი მოსწავლეებს სამუშაოს და მათ არ მოუწევდათ წინადადებების წერა ფლიპჩარტზე, რამაც ბევრი დრო წაიღო. ამ შეცდომას გავითვალისწინებ შემდეგი გაკვეთილების დაგეგმვისას.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია მოსწავლეთა ჩართულობა, აქტიურობა და კრეატიულობა, რაც მათი პრეზენტაციით გამოიხატა. ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწიე, რადგან მოსწავლეებმა სწორად შეძლეს უფლებების კატეგორიებად დახარისხება და უფლებების მოვალეობებიდან გარჩევა. ამრიგად, ისინი მაღალ სააზროვნო დონეზე გავიდნენ. გაკვეთილზე მოხდა რამდენიმე კომპეტენციის განვითარება: წიგნიერების, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების გამოვლენა.
ვფიქრობ, გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეებსა და ჩემს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა იყო, ის ეფუძნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას. მოსწავლეებმა შეძლეს განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვა. კლასის მართვის, დისციპლინის მხრივაც პრობლემები არ წარმოშობილა. მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს, მათი შეხსენება არ დამჭირვებია. სასწავლო დრო ფუჭად არ გამოგვიყენებია. გაკვეთილი იყო დინამიკური. მასში
ყველა მოსწავლე იყო ჩართული.
ვპიქრობ, რომ გაკვეთილზე ინგლისური ენის სამოქალაქო განათლებასთან ინტეგრაცია შედგა, იმიტომ, რომ მოსწავლეებმა თავი გაართვეს ნებისმიერ დავალებას მათთვის უცხო ენაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий