გაკვეთილის/აქტივობის
დაგეგმვის სქემა
თემა:
Proper Nutrition and HealthyLifestyle (ჯანსაღი კვება და
ჯანმრთელი ცხოვრების წესი)
საგანი: ინგლისური ენა
კლასი: მე-10
კლასის პროფილი: 8
მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ არის
დრო: 45 წთ.
მასწავლებელი:
ერნა გრიგორიანი (პირ. #
01027013965)
|
1.
|
გაკვეთილის/აქტივობის
ძირითადი მიზანი:
|
1. მოსწავლემ შეძლოს გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით,
ამოიცნოს ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.
2. მოსწავლემ შეძლოს ინტერაქციაში მონაწილეობა, წაკითხულის გაგება და გააზრება..
3.
მოსწავლემ შეძლოს მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
მოსწავლეებმა შეძლონ უცხო ენაზე მენიუს შედგენა
|
|
2.
|
ე.ს.გ. სტანდარტი
|
უცხ.ს.IV.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით, ამოიცნოს ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.
უცხ.ს.IV.16.მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.ს.IV.18.მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
უცხ.ს.IV.19.მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
|
|
3.
|
წინარე ცოდნა და უნარჩვევები:
|
მოსწავლეებმა
იციან საკვების და მასთან დაკავშირებული
ბიიოლოგიური ტერმინები
და შეუძლიათ მათი სწორადგამოყენება. მოსწავლეებს შეუძლიათ
წინადადებების შედგენა,
კითხვების
დასმა და პასუხის გაცემა.
|
გაკვეთილის/აქტოვობის
გეგმა
|
#
|
აქტივობები
|
მიზანი
|
მეთოდი
|
მოსწ.
ორგანიზება
|
რესურსი
|
დრო
|
|
1.
|
საორგანიზაციო ნაწილი
|
მოსწავლეებს გავაცნო გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების
რუბრიკა.
|
ვერბალური მეთოდი
|
მთელ კლასთან
|
საკლასო ჟურნალი,
PowerPoint-ში გაკეთებული სლაიდშოუ, სადაც
ასახულია გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა, ლეპტოპი, პროექტორი.
|
3 წთ.
|
|
2.
|
გონებრივი იერიში
|
მოტივაციის
ამაღლება, ყურადღების კონცენტრაცია იმ ძირითად საკითხებზე რაზეც უნდა მოხდეს ახალი
მასალის დაშენება
|
კითხვა-პასუხი
„რას შეჭამდი დილით საუზმეზე? როგორ გგონია ეს საკვები სასარგებლოა თუ არა?“ კითხვა-პასუხი.
|
მთელ კლასთან
ინდივიდუალურად
|
პოსტერები, რომლებზეც საკვები ხატია
|
4 წთ.
|
|
3.
|
„აბლაბუდა“
|
მოსწავლეები გაიხსენებენ ნასწავლ სიტყვებს ჯანსაღ
და არაჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით და შეძლებენ ამ სიტყვების დაწერას დაფაზე.
ყურადღების კონცენტრაცია იმ ძირითად საკითხებზე რაზეც
უნდა მოხდეს ახალი მასალის დაშენება
|
დაფაზე წინასწარ ხატია 2 წრე, რომლებშიც წერია „ჯანსაღი
კვება“ და „არაჯანსაღი კვება“. რამოდენიმე მოსწავლე გამოდის და წერს წრის ირგვლის
არსებით სახელებს ჯანსაღ და არაჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით.
|
მთელ კლასთან
ინდივიდუალურად
|
დაფა, ცარცი
|
4 წთ.
|
|
4.
|
დაკავშირება
|
მოსწავლეები
შეძლებენ ბიოლოგიური დასახელებების წერილობითი განმარტებას ინგლისურად და შემდგომ
მათ პრეზენტაციას.
ერთის მხრივ
მოსწავლემ შეძლოს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ხოლო მეორეს მხრივ დავადგინო მოსწავლის
მზაობა ახალი მასალის მისაწოდებლად.
|
მოსწავლეებს ურიგდებათ წინასწარ მომზადებული ბარათები,
რომლებზეც წერია ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებული სიტყვათაშეკავშირებები. მოსწავლეებმა
უნდა მიუწერონ სიტყვების მნიშვნელობები და შემდეგ წაიკითხონ.
|
წყილებში
|
ბარათები,
კალამი, ფურცელი.
|
6 წთ.
|
|
5.
|
ინფორმაციის წვდომა ტექნოლოგიების გამოყენებით
|
ყურადღების მობილიზება. ინფორმაციის მიწოდება ახალი
მასალის გასაცნობად.
|
www.youtube.com-იდან გადმოწერილი ვიდეო რგოლის
ყურება.
|
მთელ კლასთან
|
https://www.youtube.com/watch?v=sKkKLduuO1w
|
9 წთ.
|
|
6.
|
წერა
|
მიღებული
თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება. წერითი უნარის განვითარების ხელშეწყობა.მოსწავლემ
შეძლოს უცხო ენაზე მენიუს შედგენა
|
მოსწავლეებს ურიგდებათ ფურცლები, რომლებზეც მათ უნდა
დაწერონ სპორტსმენის, მოდელის და სკოლის მოსწავლის 1 დღის მენიუ.
„ცხიმები“
წერს სკოლის მოსწავლის მენიუს,
„ცილები“
- მოდელის და „ნახშირწყლები“ - სპორტსმენის.
მენიუს შედგენის დროს მოსწავლეები უყურებენ წინასწარ
შედგენილი სლაიდ-შოუს, რომელზეც ასახულია ყველა სახის კვება (ჯანსაღი და არაჯანსაღი),
რომელიც მათ დაეხმარება მენიუს შედგენაში.
|
წყილებში
|
A4 ფორმატის
ფურცელი, კალამი, მარკერი.
|
10 წთ.
|
|
7.
|
მენიუს პრეზენტაცია და განხილვა
|
მოსწავლემ
შეძლოს ნაცნობი სიტყვებით პრეზენტაცია (ინგლისურ ენაზე ) და განმარტება თუ რატომ არის ესა თუ ის
საკვები სასარგებლო ამა თუ იმ ჯგუფისთვის.
|
მოსწავლეები ისაუბრებენ საკუთარი ნამუშევრის
შესახებ.
|
წყილებში
|
შექმნილი
მენიუ
|
8 წთ.
|
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
დაჯგუფების რომელ ფორმებს გამოიყენებთ ამ აქტივობის
განხორციელებისას (მთელი კლასი, წყვილები, სამწევრიანი, ოთხწევრიანი, ჰომოგენური, ჰეტეროგენული
და სხვ.)?
A ფაზა - საერთო საკლასო
B
ფაზა- საერთო საკლასო, წყვილებში და ინდივიდუალური მუშაობა
C ფაზა- საერთო საკლასო
სასწავლო მასალა: სახელმძღვანელო Gateway A2, ლეპტოპი, ვიდეო-აუდიო მასალა, PowerPoint-ში
შესრულებული სლაიდ-შოუ, ფურცელი, კალამი, მარკერები, დაფა და ცარცი,
www.youtube.com-იდან გადმოწერილი ვიდეო რგოლი
გაკვეთილის/აქტივობის ეტაპები
|
1.
|
A
ფაზა
(გამოწვევა 11 წუთი)
|
გაკვეთილს ვიწყებ საორგანიზაციო
ნაწილით, რომლის განმავლობაშიც მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანსა და
შეფასების სქემას.
შემდენ გადავდივარ
ნასწავლი ლექსიკის გახსენებაზე და გააქტიურებაზე. მოსწავლეებს ვუსვავ რამოდენიმე
შეკითხვას წინარე ცოდნის გასააქტიურებლად:
ვეკითხები დღეში რამდენჯერ
მიირთმევენ ისინი საკვებს? როგორ საკვებს ჭამენ? და სასარგებლოა თუ არა ის საკვები
რომელსაც ჭამენ ან რომელიც მათ უყვართ?
დაფაზე წინასწარ ხატია
ორი წრე, ერთში წერია „ჯანსაღი კვება“ და მეორეში „არაჯანსაღი კვება“. მოსწავლეები
გამოდიან და წრის ირგვლივ წერენ საკვების დასახელებებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ამა
თუ იმ ჯგუფს. შემდეგ ისინი ხსნიან რატომ ჰგონიათ ეგ საკვები ჯანმრთელი ან პირიქით.
|
|
2.
|
B ფაზა (წვდომა 15 წუთი)
|
წინასწარ მაქვს მომზადებული
პოსტერები (ცხიმები, ნახშირწყლები, ცილები და ვიტამინები), რომლებიც დევს მაგიდებზე.
მოსწავლეები იღებენ წინასწარ მომზადებულ ბარათებს, რომლებზეც ასახულია საკვები და
ჯდებიან იმ მაგიდასთან რომელზეც წერია ის ნივთიერება, რომლითაც მდიდარია მათი არჩეული
საკვები. ამ აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს ურიგდებათ ბიოლოგიური ტერმინები ინგლისურ
ენაზე და მათი დავალება შედგება იმაში, რომ მათ ამ სიტყვებს უნდა მიუწერონ ინგლისური
განმარტებები და შემდეგ წაიკითხონ ნაწერი.
ამის შემდეგ, ვრთავ
ვიდეო რგოლს „10 რჩევა ჯანმრთელი ცხოვრების წესისთვის“. მის ნახვის შემდებ მოსწავლეებთან
მაქვს დისკუსია ნანახის შესახებ. მათ ვეკითხები: რა აზრი გამოიტანეს მათ ნანახიდან?
შეეცდებიან თუ არა რომ გაითვალისწინონ ის რჩევები, რომლების ნახეს ვიდეოში? რა უნდა
გააკეთონ და რას უნდა მოარიდონ თავი იმისთვის რომ იცხოვრონ ჯანსაღი წესით?
|
|
3.
|
C ფაზა (უკუკავშირი) 19 წუთი
|
გაკვეთილს გავაგრძელებ მენიუს შედგენით. მოსწავლეებს
ევალებათ დაბალანსებული მენიუს შედგენა სკოლის მოდელისთვის, სპორტსმენისთვის, მოსწავლისთვის
და ხანში შესული ადამიანისთვის. მენიუს შედგენის
დროს მოსწავლეებს ექნებათ ჩართული სლაიდ-შოუ, რომელზეც ასახულია საკვები (ჯანსაღი
და არაჯანსაღიც), რომელიც მათ დაეხმარებათ საკვების გახსენებაში და მართლწერაში.
სლაიდ-შოუს ახლავს კლასიკური მუსიკა. მენიუს შედგენის შემდეგ, მოსწავლეები აკეთებენ
თავიანთი ნაწერის პრეზენტაციას და ხსნიან თუ რატომ ჩათვალეს მათ, რომ მათი შედგენილი
მენიუ ზუსტად შეესაბამება იმ კატეგორიის ადამიანს, რომელიც მათ ერგოთ.
გაკვეთილის ბოლოს შევაფასებ ჯგუფების მუშაობას. საჭიროების
შესაბამისად მივცემ განმავითარებელ კომენტარს როგორც ჯგუფს ასევე ინდივიდუალურად მოსწავლეს.
გაკვეთილის ბოლოს დაფაზე
დავწერ საშინაო დავალებას - ესე თემაზე „ჯანმრთელი კვება ჯანსაღი ცხოვრების
საწინდარია“.
|
თვითშეფასება; მოსწავლის შედეგი იქნება ჩემი თვითშეფასების კრიტერიუმი.ყველა
მოსწავლის მიერ მიზნის მისაღწევი აქტივობების წარმატებით განხორციელებისას და დადებითი
შეფასების შემთხვევაში,ჩემი თვითშეფასება იქნება მაღალი. თუ მოსწავლეთა უმრავლესობა ვერ შეძლებს აქტივობების
წარმატებით შესრულებას და ვერ მიიღებს დადებითშეფასებას,შესაბამისად თვითშეფასება მექნება
დაბალი.
P.S. - როგორც აქტივობის დასრულების შემდეგ ასევე გაკვეთილის
დასრულებისას მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ კომენტარს მოსწავლეებს , ხოლო განმსაზღვრელ
შეფასებას გაკვეთილის ბოლოს.
შეფასების რუბრიკა
|
#
|
კრიტერიუმები
|
10-9
|
8-7
|
6-5
|
|
1.
|
მოსწავლე იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს წერასა და კითხვა-პასუხის
რეჟიმში.
|
მოსწავლემ იცის ნასწავლი ლექსიკური ერთეულები, სწორად
გამოთქვამს მათ და ადგენს წინადადებებს მათი გამოყენებით.
|
მოსწავლემ იცის ლექსიკური ერთეულები და უმეტეს შემთხვევაში
სწორად გამოთქვამს მათ.
|
მოსწავლეს უჭირს ნასწავლი ლექსიკური ერთეულების წერა
და გამოყენება კითხვა-პასუხის რეჟიმში, არ უვარგა ინტონაცია და სიტყვების გამოთქმა.
|
|
2.
|
მოსწავლეს შეუძლია წაკითხულის გაგება და გააზრება.
|
მოსწავლე სწორად კითხულობს, კარგად იგებს წაკითხულს
და არ უჭირს გააზრება. შეუძლია წაკითხულის გამოყენება საკომუნიკაციო ლექსიკაში.
|
მოსწავლე სწორად კითხულობს და უმეტესად იგებს წაკითხულს
და იაზრებს მას.
|
მოსწავლე კითხულობს შეცდომებით და უჭირს წაკითხულის
გააზრება.
|
|
3.
|
მოსწავლე ადგენს მენიუს უცხო ენაზე.
|
მოსწავლე უშეცდომოდ ადგენს მენიუს, იყენებს რთულ ლექსიკურ
კონსტრუქციებს და შეუძლია მენიუს პრეზენტაცია.
|
მოსწავლე წერს მენიუს და უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს.
|
მოსწავლეს მენიუს დაწერისას უშვებს ბევრ ორთოგრაფიულ
და ლექსიკურ სეცდომებს.
|
რეფლექსია
გაკვეთილის მსველობით კმაყოფილი დავრჩი. ერთი მხრივ, მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინები, მეორე მხრივ, დაგეგმილმა აქტივობებმაც სათანადოდ იმუშავა.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით, ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობ თემატიკაზე საუბარი და ინგლისურ ენაზე მენიუს შედგენა. გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.
გაკვეთილის მიზნების მიღწევას სწორედ სწორად დაგეგმილი აქტივობების ეფექტურად წარმართვამ შეუწყო ხელი, რადგან ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველყოფდა მოსწავლეებში დასახული მიზნების შესაბამისი შედეგების დადგომას. ნაკლევბად ეფექტურად გამოვიყენე საგაკვეთილო რესურსებიდან ერთ-ერთი, (პლასტმასის ხილი და ბოსტნეული). კარგად იმუშავა PowerPoint-ში გაკეთებულმა სლაიდებმა, სიტყვების ბარათებმა, აქტიურად გამოვიყენეთ წინარე ცოდნა მენიუს შედგენის დროს. საერთო ჯამში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო გაკვეთილში ჩართული და თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური შედეგები "დადეს".
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით, ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობ თემატიკაზე საუბარი და ინგლისურ ენაზე მენიუს შედგენა. გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.
გაკვეთილის მიზნების მიღწევას სწორედ სწორად დაგეგმილი აქტივობების ეფექტურად წარმართვამ შეუწყო ხელი, რადგან ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველყოფდა მოსწავლეებში დასახული მიზნების შესაბამისი შედეგების დადგომას. ნაკლევბად ეფექტურად გამოვიყენე საგაკვეთილო რესურსებიდან ერთ-ერთი, (პლასტმასის ხილი და ბოსტნეული). კარგად იმუშავა PowerPoint-ში გაკეთებულმა სლაიდებმა, სიტყვების ბარათებმა, აქტიურად გამოვიყენეთ წინარე ცოდნა მენიუს შედგენის დროს. საერთო ჯამში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო გაკვეთილში ჩართული და თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური შედეგები "დადეს".
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე უნდა ვთქვა, რომ უკეთესი იქნებოდა პლასტმასის ხილის და ბოსტნეულის პრაქტიკულად
გამოყენება მენიუს შედგენის დროს, რომლებიც თვალსაჩინოდ იდო მაგიდაზე. შემდეგი
გაკვეთილის დაგეგმვის დროს მაქსიმალურად შევეცდები უკეთესად დავგეგმო რესურსების
გამოყენება.
გამოყენებული რესურსები
English-English definitions
Vitamins- are essential for normal growth and nutrition
Dairy products- are made from milk
Carbohydrates- are in foods such as sugar, pasta,bread and so on.
Semi–finished goods- are
partly finished
goods
Cholesterol-much fat in blood
Fats animal oil
Chemical additives- Chemicals used in industry (food)
Proper nutrition-healthy food for lifestyle
Calorimeter- an apparatus for measuring calories
Proteins- Protein is a substance of
amino acids found in food and drink such as meat , eggs , and milk
Healthy nutrition- Healthy eating
Modified products-
genetically engineered foods
Fast food- a quick meal served in snack bars
Appetite- a natural desire to eat
Caloric content-amount of energy
Primary energy metabolism- when
your body gets the energy it needs from food
Energy value- calorific value
Nutrients- any substance that plants
or animals need to live and grow
Obesity- fat or overweigh
Balanced diet- a diet with different types of food
Healthy food- natural food
გაკვეთილის/აქტივობის
დაგეგმვის სქემა
თემა:
Proper Nutrition and HealthyLifestyle (ჯანსაღი კვება და
ჯანმრთელი ცხოვრების წესი)
საგანი: ინგლისური ენა
კლასი: მე-10
კლასის პროფილი: 8
მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ არის
დრო: 45 წთ.
მასწავლებელი:
ერნა გრიგორიანი (პირ. #
01027013965)
|
1.
|
გაკვეთილის/აქტივობის
ძირითადი მიზანი:
|
1.
მოსწავლემ შეძლოს აუდიოჩანაწერის მოსმენა და მისი
გაგება
2.
მოსწავლემ შეძლოს ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლების, ნასწავლი ენობრივი ფორმებისა და მათი ფუნქციის ამოცნობა შინაარსიან კონტექსტში.
მოსწავლემ
შეძლოს ტექსტის გაგება და მასში წარსულ დროში არსებული ზმნების ამორჩევა.
1.
მოსწავლემ შეძლოს რესურსების გამოყენება
მართლწერის დროს.
|
|
2.
|
ე.ს.გ. სტანდარტი
|
უცხ.ს.V.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა სახის აუდიოჩანაწერი (საინფორმაციო გადაცემა, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე.
უცხ.ს.V.8. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლების, ნასწავლი ენობრივი ფორმებისა და მათი ფუნქციის ამოცნობა შინაარსიან კონტექსტში.
უცხ.ს.V.25. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
|
|
3.
|
წინარე ცოდნა და უნარჩვევები:
|
მოსწავლეებმა
იციან ახლანდელი დროის ზმნები და შეუძლიათ მათი სწორად
გამოყენება,
შეუძლიათ წინადადებების შედგენა და შეკითხვებზე პასუხების გაცემა, წაკითხულის
გააზრება და აქვთ განვითარებული მოსმენის უნარი.
|
გაკვეთილის/აქტოვობის
გეგმა
|
#
|
აქტივობები
|
მიზანი
|
მეთოდი
|
მოსწ.
ორგანიზება
|
რესურსი
|
დრო
|
|
1.
|
საორგანიზაციო ნაწილი
|
მოსწავლეებს გავაცნო გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების
რუბრიკა.
|
ვერბალური მეთოდი
|
მთელი კლასი
|
საკლასო ჟურნალი,
PowerPoint-ში გაკეთებული სლაიდშოუ, სადაც
ასახულია გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა, ლეპტოპი, პროექტორი.
|
2 წთ.
|
|
2.
|
გონებრივი იერიში
|
მოტივაციის
ამაღლება, ყურადღების კონცენტრაცია იმ ძირითად საკითხებზე, რაზეც უნდა მოხდეს ახალი
მასალის დაშენება
|
რუტინული
მოქმედებების და ხშირად გამოყენებადი ზმნების გახსენება ვერბალური მეთოდით
|
ჯერ მთელ
კლასთან, შემდეგ ინდივიდუალურად.
|
ვერბალური
|
2 წთ
|
|
3.
|
„მინი ლექცია“
|
ნამყო განუსაზღვრელი დროის გაგება
|
მასწავლებელი უხსნის წარსული დროის გამოყენებას და
წინასწარ მომზადებული თვალსაჩინოებების მეშვეობით აცნობებს მათ იმ დროის გარემოებებს, რომლების
იხმარება წარსულ დროში. შემდეგ პოსტერები ჩამოიკიდება კედელზე ან დაფაზე.
|
მთელ კლასთან
|
პოსტერები, დაფა
|
2 წთ
|
|
4.
|
წესიერი ზმნების წარმოება
და მართლწერა (სწავლება კეთებით)
|
მოსწავლეები
ისწავლიან და შეძლებენ წესიერი ზმნების მართლწერას.
ინფორმაციის
მიწოდება ახალი მასალის გასაცნობად.
|
მოსწავლეებს პოსტერების დახმარებით ვუხსნი წესიერი
ზმნების მართლწერას, რის შედეგადაც მათ მიეცემათ წინასწარ შედგენილი შესაბამისი სავარჯიშო, რომელშიც წერია ზმნის საწყისი
ფორმა და მოსწავლეებს მოუწევთ ზმნების წარსულ დროში გადაყვანა და მართლწერითი ცვლილებების
შეტანა დავალებას \სეასრულებენ პრაქტიკულად. სავარჯიშოს შესრულების შემდეგ, მოსწავლეები
ხსნიან თუ რა ცვლილებები მოახდინეს მათ წარსული დროის წარმოებისას.
|
ინდივიდუალურად
|
პოსტერები,
კალამი, სამუშაო ფურცელი.
|
6 წთ
|
|
5.
|
არაწესიერი ზმნების თავისებურებები
|
არაწესიერი ზმნების ძიების უნარი და გამოყენება
|
მოსწავლეები გაიგენებ არაწესიერი ზმნების სწავლისა
და ძიების პრინციპს.სახელმძღვანელოს ბოლო გვერდებზე არის არაწესიერი ზმნების ჩამონათვალი,
რომლის მეშვეობითაც მასწავლებელი აუხსნის არაწესიერი ზმნების ამოცნობასა და გამოყენებას.
|
მთელ კლასთან, ინდივიდუალურად
|
ვერბალური, სახელმძღვანელო
|
2 წთ
|
|
6.
|
მარკირებული კითხვა
|
მიღებული
თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება. წაკითხვის უნარის განვითარების ხელშეწყობა. მოსწავლემ შეძლოს
ტექსტის წაკითხვა, მასში წარსული დროის ზმნების მოძებნა და მათი საწყის ფორმაში გადაყვანა.
|
მოსწავლეები ინდივიდუალურად პრაქტიკულად ასრულებენ
სამუ\საოს. ჩუმად კითხულობენ ტექსტს, მასში პოულობენ და ხაზს უსვამენ წარსულ დროში
არსებულ ზმნებს. შემდეგ გადააქვთ ეს ზმნები იქვე მოცემულ ცხრილში, სადაც უნდა მიუწერონ
მათი საწყისი ფორმა. ამის შემდეგ კითხულობენ ნაშრომს.
|
ინდივიდუალური
|
სამუშაო ფურცელი, კალამი, მარკერი.
|
13 წთ
|
|
7.
|
მოსასმენი დავალება.
|
ყურადღების მობილიზება,
მოსმენილი ტექსტის გაგება-გააზრება და ასევე ხელი შეეწყობა მეტყველების კულტურის
განვითარება.
|
ჯერ მოსწავლეები ეცნობიან ზმნებს შემდეგ ყურადღებით
უსმენენ აუდიო ჩანაწერს (2 ჯერ) და პარალელურად სვამენ გამოტოვებულ ზმნებს ტექსტში.
|
ინდივიდუალური
|
აუდიო ფაილი,
ლეპტოპი, სამუშაო ფურცელი, კალამი
|
14 წთ
|
|
8.
|
ტექსტის გარჩევა
|
მოსწავლემ
შეძლოს ტექსტის გაგება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა.
|
კითხვა-პასუხის მეთოდით. მოსწავლეები
პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს ტექსტის გასაანალიზებლად
|
საერთო საკლასო
|
ზეპირი
|
3 წთ
|
|
9.
|
საშინაო დავალება
|
შესწავლილი
მასალის განმტკიცება.
|
მოსწავლეები უსმენენ მასწავლებლის მითითებებს და
იგებენ საშინაო დავალების აზრს
|
მთელ კლასთან
|
დაფა
|
1 წთ
|
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
დაჯგუფების რომელ ფორმებს გამოიყენებთ ამ აქტივობის
განხორციელებისას (მთელი კლასი, წყვილები, სამწევრიანი, ოთხწევრიანი, ჰომოგენური, ჰეტეროგენული
და სხვ.)?
A ფაზა - საერთო საკლასო
B
ფაზა- საერთო საკლასო, წყვილებში და ინდივიდუალური მუშაობა
C ფაზა- საერთო საკლასო
სასწავლო
მასალა:
სახელმძღვანელო Gateway A2, ლეპტოპი, CD ფლეიერი, აუდიო მასალა, PowerPoint-ში
შესრულებული სლაიდ-შოუ, პოსტერები, ფურცელი, კალამი, მარკერები, დაფა და ცარცი.
გაკვეთილის/აქტივობის ეტაპები
|
1.
|
A ფაზა
(4 წუთი)
|
გაკვეთილს ვიწყებ საორგანიზაციო
ნაწილით, რომლის განმავლობაშიც მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანსა და
შეფასების სქემას.
შემდეგ გადავდივარ
ნასწავლი ლექსიკის გახსენება-გააქტიურებაზე. მოსწავლეებს ვუსვავ რამოდენიმე შეკითხვას
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად. ვთხოვ მათ გაიხსენონ ყოველდღიურ რუტინულ და ხშირად
გამოსაყენებელ ზმნებს. ეს აქტივობა დამეხმარება გაკვეთილის ძირითად ნაწილზე გადასასვლელად.
|
|
2.
|
B ფაზა (23 წუთი)
|
წინასწარ მომზადებული
პოსტერების და თვალსაჩინოებების მეშვეობით ვხსნი წარსული დროის გამოყენებასა და წარმოებას.
ამის შემდეგ, მათ ვუხსნი წესიერი ზმნების მართლწერას და შემდგომ ვაძლევ დავალებას
მართლწერაზე. მოსწავლეებს ურიგდებათ ფურცლები, რომლებზეც წერია დავალება (ერთ ფურცელზე
მოთავსებულია მთელი გაკვეთილის სავარჯიშოები, რომლების დანომრილია). მოსწავლეებმა
უნდა დაუმატონ ზმნებს -ed დაბოლოებები და შემდეგ უნდა ახსნან
რა მართლწერითი ცვლილებები მოხდა მათი დამატებით.
ამ აქტივობას მოყვება
სწორი გამოთქმის წესების ახსნა.
შემდეგი არის მარკირებული
წაკითხვის აქტივობა. მოსწავლეებს წინ უდევთ ტექსტი, რომელიც მათ უნდა წაიკითხონ,
გაიაზრონ და შემდეგ მონახონ და ხაზი გაუსვან წარსულ დროში არსებულ ზმნებს. ტექსტის
შემდეგ არის მოცმული სავარჯიშო სადაც მოსწავლეებმა ცხრილებში უნდა ჩასვან უკვე ხასგასმული
წარსული დროის ზმნები და გვერდზე უნდა მიუწერონ მათი საწყისი ფორმა (ანუ აწმყო).
|
|
3.
|
C
ფაზა (18 წუთი)
|
ბოლო აქტივობა არის
მოსასმენი დავალება, რომლის განმავლობაშიც
მოსწავლეებმა აუდიო ფაილითან პარალელურად უნდა ჩასვან ტექსტიდან ამოღებული ზმნები.
ჩანაწერი ჩაირთვება 2 ჯერ. შემდეგ მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს უკვე ჩასმული ზმნებით
და ამის შემდეგ მე დავუსვამ შეკითხვებს ტექსტის ირგვლივ მისი გაგება-გააზრების შესამოწმებლად.
გაკვეთილის ბოლოს ვაფასებ
მოსწავლეებს. საჭიროების მიხედვით მივცემ განმავითარებელ შეფასებას. ამის შემდეგ
დაფაზე დავწერ საშინაო დავალებას - Describe your weekend (აღწერე შენი შაბათი-კვირა)
|
თვითშეფასება; მოსწავლის შედეგი იქნება ჩემი თვითშეფასების კრიტერიუმი.ყველა
მოსწავლის მიერ მიზნის მისაღწევი აქტივობების წარმატებით განხორციელებისას და დადებითი
შეფასების შემთხვევაში,ჩემი თვითშეფასება იქნება მაღალი. თუ მოსწავლეთა უმრავლესობა ვერ შეძლებს აქტივობების
წარმატებით შესრულებას და ვერ მიიღებს დადებითშეფასებას,შესაბამისად თვითშეფასება მექნება
დაბალი.
P.S. - როგორც აქტივობის დასრულების შემდეგ ასევე გაკვეთილის
დასრულებისას მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ კომენტარს მოსწავლეებს , ხოლო განმსაზღვრელ
შეფასებას გაკვეთილის ბოლოს.
შეფასების რუბრიკა
|
#
|
კრიტერიუმები
|
10-9
|
8-7
|
6-5
|
|
1.
|
მოსწავლეს შეუძლია აუდიოჩანაწერის მოსმენა და
მისი გაგება
|
მოსწავლე უსმენს აუდიო ჩანაწერს, აკვირდება სიტყვებს,
ინტონაციას და პარალელურად სვამს გამოტოვებულ ზმნებს ცარიელ ადგილებში.
|
მოსწავლე უსმენს აუდიო ჩანაწერს, აკვირდება სიტყვებს,
ინტონაციას და ცდილობს ჩასვას გამოტოვებულ ზმნებს ცარიელ ადგილებში.
|
მოსწავლეს უჯირს კონცენტრაციი მოხდენა აუდიო ჩანაწერის
დროს, აკვირდება სიტყვებს მაგრამ ვერ სვავს გამოტოვებულ ზმნებს ცარიელ ადგილებში.
|
|
2.
|
მოსწავლეს
შეუძლია
ტექსტის გაგება და მასში წარსულ დროში არსებული
ზმნების ამორჩევა.
|
მოსწავლე კითხულობს ტექსტს, სწორად პოულობს ზმნებს
წარსულ დროში და ხაზს უსვამს მათ და გადაყავს აწმყო დროში მართლწერის წესების დაცვით.
|
მოსწავლე კითხულობს ტექსტს, თუმცა ზოგი წინადადებების
გააზრება უჭირს. ყველა ზმნას ვერ პოულობს წარსულ დროში და აწმყოში გადაყვანისას უშვებს
შეცდომებს.
|
მოსწავლე კითხულობს ტექსტს, მაგრამ მას უჭირს მისი
გააზრება და მასში ზმნების პოვნა. აქედან გამომდინარე ვერც გადაყავს ისინი ახლანდელ
დროში.
|
|
3.
|
მოსწავლეს
შეუძლია
რესურსების გამოყენება მართლწერის დროს.
|
მოსწავლე იყენებს ყველა მოცემულ რესურსს, რათა სწორად
აღიქვას ახალი ნასწავლი მასალა და უშეცდიმოდ დაწეროს წესიერი ზმნები წარსულ დროში
ან და პირიქით წარსულიდან სწორად გადმოიყვენოს აწმყოში.
|
მოსწავლე ცდილობს გამოიყენოს ყველა მოცემულ რესურსი,
რათა სწორად აღიქვას ახალი ნასწავლი მასალა მაგრამ წესიერი ზმნების წარსულ დროში
ან პირიქით წარსულიდან ახლანდელში გადაყვანის დროს ზოგჯერ უშვებს შეცდომებს.
|
მოსწავლე ყველა რესურს ვერ იყენებს რათა მართლწერის
წესები დაიცვას. ზმნებს ამატებს მხოლოდ -ed დაბოლოებას
მართლწერითი ცვლილებების შეტანის გარეშე.
|
რეფლექსია
გაკვეთილის მსველობით კმაყოფილი დავრჩი. ერთი მხრივ, მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინები, მეორე მხრივ, დაგეგმილმა აქტივობებმაც სათანადოდ იმუშავა.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის აუდიოჩანაწერის მოსმენა და მისი გაგება, ტექსტის გაგება და მასში წარსულ დროში არსებული ზმნების ამორჩევა და რესურსების გამოყენება მართლწერის დროს. გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს. გაკვეთილის მიზნების მიღწევას სწორედ სწორად დაგეგმილი აქტივობების ეფექტურად წარმართვამ შეუწყო ხელი, რადგან ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველყოფდა მოსწავლეებში დასახული მიზნების შესაბამისი შედეგების დადგომას. თუმცა ვფიქრობ რომ, უკეთესი იქნებოდა რომ მეორე დავალებაში 20 ზმნის ნაცვლად მიმეცა 10 და უფრო მეტი დრო დამეთმო ბოლო სავარჯიშოსთვის, რადგან მოსწავლეები უფრო ღრმად განიხილავდნენ მოსმენილ და წაკითხულ ტექსტს, რაც მათ მისცემდა მეტ საშუალებას საკუთარი აზრების გამოსახატავად. კარგად იმუშავა წინასწარ მომზადებულმა რესურსებმა მართლწერის ახსნით პირველი აქტივობის დროს, აგრეთვე მოსასმენმა დავალებამ და ტექსტმა, აქტიურად გამოვიყენეთ წინარე ცოდნა ტექსტის გააზრებისა და შეკითხვებზე პასუხის გაცემის დროს. საერთო ჯამში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო გაკვეთილში ჩართული და თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური შედეგები "დადეს".
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის აუდიოჩანაწერის მოსმენა და მისი გაგება, ტექსტის გაგება და მასში წარსულ დროში არსებული ზმნების ამორჩევა და რესურსების გამოყენება მართლწერის დროს. გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს. გაკვეთილის მიზნების მიღწევას სწორედ სწორად დაგეგმილი აქტივობების ეფექტურად წარმართვამ შეუწყო ხელი, რადგან ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველყოფდა მოსწავლეებში დასახული მიზნების შესაბამისი შედეგების დადგომას. თუმცა ვფიქრობ რომ, უკეთესი იქნებოდა რომ მეორე დავალებაში 20 ზმნის ნაცვლად მიმეცა 10 და უფრო მეტი დრო დამეთმო ბოლო სავარჯიშოსთვის, რადგან მოსწავლეები უფრო ღრმად განიხილავდნენ მოსმენილ და წაკითხულ ტექსტს, რაც მათ მისცემდა მეტ საშუალებას საკუთარი აზრების გამოსახატავად. კარგად იმუშავა წინასწარ მომზადებულმა რესურსებმა მართლწერის ახსნით პირველი აქტივობის დროს, აგრეთვე მოსასმენმა დავალებამ და ტექსტმა, აქტიურად გამოვიყენეთ წინარე ცოდნა ტექსტის გააზრებისა და შეკითხვებზე პასუხის გაცემის დროს. საერთო ჯამში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო გაკვეთილში ჩართული და თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური შედეგები "დადეს".
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე უნდა ვთქვა, რომ შემდეგი გაკვეთილის დაგეგმვის დროს მაქსიმალურად
შევეცდები უკეთესად დავგეგმო რესურსების გამოყენება.
Комментариев нет:
Отправить комментарий