პრაქტიკის კვლევა



სრულფასოვანი პრაქტიკის კვლევის სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე

https://docs.google.com/document/d/1FRMlPreCrwdko6pDFRg80TRMGkUzRIWLVber4DYa0_c/edit?usp=sharing

როგორ გავაუმჯობესო საშინაო დავალების შესრულების ცხარისხი IX კლასში და დავსახო მისი გაუმჯობესების გზები





სსიპ ჯვარცხმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი 
ერნა გრიგორიანი









2018-2019 სასწავლო წელი

სარჩევი
თავი I 
1.1 თემის აქტუალობა და საკვლევი საკითხის მიმოხილვა ......................................... გვ. 3
1.2 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები .......................................................  გვ. 3
1.3 კვლევის მიზანი ............................................................................................................... გვ. 4
1.4 კვლევის ამოცანა .............................................................................................................. გვ. 4

თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა ................................................................................................. გვ. 5
თავი III
3.1 კვლევის გეგმა .................................................................................................................. გვ. 10
3.2 კვლევის მეთოდები ........................................................................................................ გვ. 11
3.3 მონაცემთა ანალიზი ....................................................................................................... გვ. 11
თავი IV
4.1 შესაძლო ინტერვენციების განხორციელება .............................................................. გვ. 18
4.2 ინტერვენციების შედეგების შეფასება ........................................................................ გვ. 18
4.3 დასკვნები და მიგნებები ............................................................................................... გვ. 18
ბიბლიოგრაფია ..................................................................................................................... გვ. 20
თავი I
1.1თემის აქტუალობა და საკვლევი საკითხის მიმოხილვა
ჩვენი ქვეყნის ზოგადი განათლების საფეხურზე საშინაო დავალება სწავლების სავალდებულო ნაწილია. მისი შესრულება მოსწავლეთა ყოველდღიური მოვალეობა და პასუხისმგებლობაა. საშინაო დავალების შესრულებით მოსწავლეები განიმტკიცებენ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას, ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას. საშინაო დავალება მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და არაპირდაპირ ასწავლის დროის მენეჯმენტს, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში.
პედაგოგიურ პრაქტიკაში მასწავლებლები ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როცა მოსწავლეები გაკვეთილზე სხვადასხვა აქტივობებში იმსახურებენ მაღალ შეფასებას, ხოლო შემაჯამებელ სამუშაოებში მათი უმრავლესობა ვერ ავლენს სათანადო დონეს ან პირიქით. რაც დიდი ალბათობით გამოწვეულია საშინაო დავალების მიმართ დამოკიდებულებით, სამივე რგოლის (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) ერთობლივი მუშაობის სავარაუდო ხარვეზებით.
აღნიშნული პრაქტიკული კვლევა ჩატარდა ჯვარცხმის საჯარო სკოლაში. პრაქტიკული კვლევა მიმდინარეობდა მეცხრე კლასში. კვლევის საფუძფელი გახდა მოსწავლეების მიდგომა და უინტერესობა საშინაო დავალებისადმი. საგაკვეთილო პროცესში გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ მოსწავლეები საშინაო დავალებას უხალისოდ, არასრულფასოვნად და არაჯეროვნად ასრულებდნენ. რა თქმა უნდა, აღნიშნული არ ეხება ყველა მოსწავლეს, თუმცა პრობლემა საკმაოდ შესამჩნევი იყო. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, გამერკვია ყოველივე ამის გამომწვევი მიზეზები. დავგეგმე კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვა საგნების პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა.
არასრულფასოვნად შესრულებული საშინაო დავალება არ არის მხოლოდ ერთი მასწავლებლის ან ერთი კლასის პრობლემა. საკითხი ზოგადია და მეტნაკლებად ეხება სასწავლო პროცესში ჩართულ ნებისმიერ პირს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ შერსულებული კვლევა და მისი შედეგები საინტერესო და სასარგებლო იქნება არა მხოლოდ კვლევაში მონაწილე სუბიექტებისათვის, არამედ ნებისმიერი პედაგოგისა თუ მშობლისათვის. რაც შეეხება კონკრეტულად გამოკითხულ მეცხრე კლასის მოსწავლეებს, კონკრეტული მიზეზების დადგენისა და განხორციელებული ინტერვენციების შემდეგ მათ მიერ შესრულებული დავალებები გაცილებით სრულყოფილი და ხარისხიანი გახდა, ამაღლდა მათი მოტივაცია, რასაც ჩემი კოლეგებიც ადასტურებენ. ეს ყოველივე მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო ქვემოთ წარმოდგენილი კვლევის სარგებლიანობაზე.

1.2 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
ერთ-ერთ სირთულედ შეიძლება მივიჩნიოთ საშინაო დავალების მოცულობა. მოსწავლეებს ხშირად აღარ რჩებათ თავისუფალი დრო გართობისა და სხვა აქტივობებისთვის, რის გამოც აღარ ზრუნავენ დავალების სრულყოფილად და ხარისხიანად შესრულებაზე.
საშინაო დავალების არაჯეროვნად შერსულება შეიძლება გამოიწვიოს დავალებათა ერთფეროვნებამ. მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესოა სხვადასხვა ტიპის აქტივობების შესრულება.
მოსწავლეებმა შეიძლება უხარისხოდ და არასრულად შეასრულონ დავალება მაშინაც თუ ის სისტემატურად და დროულად არ მოწმდება.
საშინაო დავალების შესრულებაზე მოქმედებს ასევე მოსწავლეთა შეფასების მოლოდინი. მათ აქვთ სურვილი, რომ მათი შრომა სათანადოდ დაფასდეს.
აუცილებელია, რომ დავალება იყოს მოსწავლეთა შესაძლებლობების ადეკვატური. თუ დავალება ზედმეტად რთულია, დიდია იმის ალბათობა, რომ მოსწავლეებს მისი შესრულების სურვილი და ხალისი არ ჰქოდეთ.
ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად შეიძლება დასახელდეს საჭირო პირობების არარსებობა საშინაო დავალების შესრულებისათვის.

1.3 კვლევის მიზანი
საშინაო დავალებების შესრულების ხარისხის გაუმჯობესობა;
განსხვავებული ტიპის საშინაო დავალებების დაგეგმვა და მოსწავლეთა შედეგების ანალიზი;
მოსწავლეთა მოტივაციისა და დაინტერესების გაზრდა და გაზომვა;
სწავლების ეფექტიანობის ამაღლება.

1.4 კვლევის ამოცანა
კვლევის ამოცანაა პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:
ა) რა ფუნქციას ასრულებს ყოველდღიური საშინაო დავალების შესრულება მოსწავლისათვის?
ბ) საშინაო დავალების რომელი ტიპები იწვევს მოსწავლეთა მეტ ჩართულობას სწავლის პროცესში?
გ) საშინაო დავალების ოპტიმალური მოცულობის დადგენა?
დ) რა გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზე საშინაო დავალების მრავალფეროვანი შეფასების გამოყენება?

თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა
ამ თავში წარმოვადგენ ისეთ თეორიულ საკითხებს, რომლებიც ჩემს თემაზე მოვიპოვე სხვადასხვა წყაროებიდან.
საშინაო დავალება სწავლა-სწავლების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, იქნება ეს წერილობით შესასრულებელი თუ ზეპირად სასწავლი. თუ მოსწავლე ჩართულია სწავლის პროცესში, ის მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს დავალების შესრულებისას, ზრუნავს შესრულებული დავალების ხარისხზე, რითაც მას ეზრდება პასუხისმგებლობის შეგრძნება. შესრულებულ სამუშაოს მისთვის დიდი ღირებულება აქვს. ასეთი მოსწავლეები გამოხატავენ უფრო მეტი ცოდნის შეძენის სურვილს, მაღალ მოტივაციას და პოზიტიურ განწყობას სკოლისა და სწავლის მიმართ.
გარკვეული გრამატიკული ასპექტის ან თემატური ლექსიკის შესწავლა გულისხმობს გააზრებასა და უნარების განვითარებას. ახალი უნარის უკეთ გასააზრებლად საჭიროა, სწორად განაწილდეს მოსწავლეთა დრო. როგორც წესი, დამახსოვრება-გააზრება და განმტკიცება გარკვეული ხნის განმავლობაში მიმდინარე მიზანმიმართულ პრაქტიკასაც უკავშირდება. ამ დროს სავარჯიშოების/დავალებების მეშვეობით საჭიროა ცოდნის განმტკიცება როგორც კლასში, ისე სახლში, სწორედ ამიტომ ვაძლევთ მოსწავლეებს საშინაო დავალებას, რომლის საჭიროებაც გაკვეთილზე იკვეთება. პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს მოსწავლეები ათვისებულ მასალას უკეთ იაზრებენ.
საშინაო დავალების არსი მდგომარეობს შემდეგში: მოსწავლეები განიმტკიცებენ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას, ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას. საშინაო დავალება აგრეთვე აძლევს მშობლებს შესაძლებლობას, გააკონტროლონ შვილის სასკოლო საქმიანობა. საშინაო დავალება მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და  ასწავლის დროის მენეჯმენტს, ძალზე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში.
უმეტესი მეცნიერების აზრით, მოსწავლეებისთვის მიცემული საშინაო დავალება კლასებისა ასაკთან შესაბამისად და გონივრულად უნდა იყოს შერჩეული, რათა მოსწავლეს დარჩეს საკმარისი დრო სხვადასხვა საქმიანობისთვის, ეს იქნება თანატოლებთან თამაში, მშობლებთან ურთიერთობა თუ სხვა აქტივობები. ფსიქოლოგების აზრით, პატარა ბავშვებისთვის თამაში არ არის მხოლოდ გართობა, არამედ ეხმარება მათ, პრაქტიკაში შეიმეცნონ სამყარო, რაც ძალიან აქტუალურია უცხო ენების სწავლებაში.
თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა ბავშვებში. რაც გულისხმობს, გააცნობიერო შენი და სხვების ემოციები, სწორედ ამაზეა დამოკიდებული შემდეგი წარმატება. თუ მოსწავლე სულ წიგნებშია ჩაფლული, მას აღარ რჩება დრო გააცნობიეროს თავისი და სხვების ემოციები, რაც ხელს უშლის მის განვითარებას.
ზოგიერთ ქვეყანაში საშინაო დავალებებს მოსწავლეებს არ აძლევენ ან იმ მოსწავლეებს აძლევენ, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ. სხვა ქვეყნებში ბავშვებს საშინაო დავალება დამატებითი ვარჯიშისათვის ეძლევათ. ამის გამო, კვლევები საშინაო დავალების ეფექტურობის შესახებ შერეულ შედეგებს გვაწვდის, რასაც ბევრი მეცნიერი ამტკიცევს სხვადასხვა ნამუშევრებში.
არაერთი კვლევითაა დადგენილი, რომ საშინაო დავალებების შესრულება ყველაზე შედეგიანია უფროსკლასელებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას კვირაში 5-10 საათს უთმობენ. იმავეს თქმა შეიძლება საბაზისო საფეხურის მოსწავლეებზეც. ნაკლებად შედეგიანია ის უმცროსკლასელთათვის (აქ ყურადღება უნდა მიექცეს დავალების მოცულობას, შინაარსობრივ სირთულეს, ახალი უცხო სიტყვების რაოდენობას და ა.შ.). მაგრამ, როდესაც საშინაო დავალება ესადაგება მოსწავლის შესაძლებლობებს და ოჯახიც პასუხისმგებლობით ეკიდება ამას, ამ დროს ხდება ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, როგორიცაა მიზანმიმართულობა და ორგანიზებულობა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უნარები ვითარდება მხოლოდ მაშინ, როცა უფროსები ასრულებენ გეზის მიმცემის, დამხმარის და არა დავალების „შემსრულებლის” როლს, რასაც ხშირათ ვხვდებით დაწყებით საფეხურზე ასეოებისა და სიტყვების გამოწერისას.
ასე რომ, სიღრმისეული სწავლისა და მოსწავლეთა პროგრესის შეფასების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საშინაო დავალება. არის თუ არა საშინაო დავალებმიცემა  ეფექტიანი? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი პასუხი არ არსებობს.
მკვლევრების აზრით, საშინაო დავალების ეფექტურობა დამოკიდებულია მოსწავლეების ასაკზე. კარგად არის ცნობილი, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მოსწავლის ყუ-რადღების კონცენტრაციისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი. საშინაო დავალების ეფექ-ტურობა მოსწავლეთა ასაკთან ერთად მატულობს. მასწავლებლები მოსწავლეთა შეფასებას დროის საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობენ. შეფასების სიხშირე და სწავლების ფორმატი სასკოლო პედაგოგიკის მნიშვნელოვან ინდიკატორებს წარმოადგენს.
ძალიან ხშირად მშობლები წუხილს გამოხატავენ იმის თაობაზე, რომ შვილების დავალება ძალიან დიდია ან ბევრია აქვთ სამეცადინო ხოლმე. აქვე სირთულეც იჩენს თავს და თავბრუდახვეული ოჯახის წევრები თავს ვერ ართმევენ საშინაო დავალების შესრულებას. აქვე წამოიჭრება პრობლემა – ერთ მხარეს დგას შეშინებული, დათრგუნული ბავშვი, მეორე მხარეს – შეწუხებული მშობელი. ზოგჯერ ხდება რომ მოსწავლე მასწავლებლებს გვეუბნება, რომ ვერ მოასწრო შენს საგანში იმიტომ რომ სხვა საგანში ძალიან ბევრი დავალება მისცა მასწავლებელმა და შუაღამემდე იმას ვაკეთებდიო და მერე ძალიან გვიანი იყო და ჩამეძინაო.
ზოგი მასწავლებელი კლასში თუ ვერ მოასწრებს ახსნილი საკითხის ირგვლივ სავარჯიშოების შესრულებას, შინ შესასრულებლად უამრავ საკითხს აძლევს და არ ითვალისწინებს სირთულესა და ოდენობას, მთავარია, ,,სრულყო’’ მასალა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეს მხოლოდ ერთ საგანში არ აქვს საშინაო დავალება შესასრულებელი და ასე შეიძლება 4-6 მასწავლებელი მოიქცეს. რა დააშავა ბავშვმა ან ოჯახმა? ასეთ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ ასწრებს დავალების შესრულებას, უპასუხისმგებლობასა და სიზარმაცეში რომ არ ჩაეთვალოს, იძულებულია, მეორე დღეს გადაიწეროს სხვა მოსწავლისგან ან საერთოდაც არ დაესწროს იმ გაკვეთილს. სამაგიეროდ, ის შედეგი, რომელიც მასწავლებელს ჰქონდა გათვლილი, მიუღწეველი რჩება. გარდა ამისა, ეს იწვევს მოსწავლეთა გაღიზიანებას, გულის აცრუებას სწავლაზე, მოტივაციის დაქვეითებას, მოსწავლეები ამ დროს ფიქრობენ, რომ მთავარია შესრულება და არა შესრულებული სამუშაოს ხარისხი.
ხშირად მოსწავლეები იმასაც ჩივიან, რომ მასწავლებელმა საშინაო დავალება მისცა, ბევრი შრომისა და წვალების შემდეგ, როგორც იქნა, შეასრულეს, მაგრამ მასწავლებელმა აღარ შეამოწმა. რა თქმა უნდა, ამ ფორმას უარყოფითი შედეგი მოჰყვება, რადგან, დავალებას, რომელიც გასწორდა, ბევრად უფრო დადებითი გავლენა აქვს მოსწავლის მოსწრებაზე. ამიტომ თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოცულობა იყოს მცირე და ის გასწორდეს, ვიდრე იყოს დიდი და არ გასწორდეს. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ მასწავლებელმა მისცეს უკუკავშირი შესრულებულ საშინაო დავალებაზე, აუცილებელი არ არის ნიშანი დაუწეროს, აუხსნას რა შეასრულა და რა ვერ შეასრულა კარგად, ან დაუწეროს კომენტარი. ყოველდღიურად გასწორებული დავალება ამაღლებს მოტივაციასა და ეფექტიანობას. ისიც მისაღებია, რომ საშინაო დავალება იყოს ინდივიდუალური, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ზუსტი და მკაფიო ინსტრუქციით.
საშინაო დავალებების მომზადებასთან დაკავშირებით მშობლებს, უმეტეს შემთხვევაში, სხვადასხვა მოსაზრებები გააჩნიათ. ერთნი ფიქრობენ, რომ დავალებების მომზადების პროცესში თუკი აქტიურად იქნებიან ჩართულები და ერთობლივად მოამზადებენ დავალებებს, უკეთესი იქნება მათი შვილისთვის. მშობლების სხვა ჯგუფი ფიქრობს, რომ თუკი თავისუფლებას მიანიჭებენ მათ და არ ჩაერევიან მათ სწავლაში, ეს ბავშვის დამოუკიდებლობას გაუსვამს ხაზს. რაც დადებითად იმოქმედებს მის განვითარებაზე. დაბეჯითებით ძნელია იმის თქმა, რომ მშობლების ჩართულობა დავალებების შესრულებისას პირდაპირ კავშირშია მოსწავლეთა მიღწევებთან, თუმცა სხვადასხვა კვლევები, ადასტურებს, რომ გარემო, სადაც მოსწავლეს უწევს მეცადინეობა, მის მიღწევებს აუმჯობესებს.
არიან მშობლები, რომლებსაც საშინაო დავალებების რაოდენობაზე საკუთარი შეხედულებები აქვთ: რაც მეტია – უკეთესი. ისინი ამტკიცებენ  იმას რომ, რაც უფრო მეტს იმეცადინებს და ივარჯიშებს მოსწვლე სახლში მით უფრო მოახდენს საკლასო ოთახში ნასწავლ მასალას.
რა როლი აქვს მშობელს შვილის საშინაო დავალების შესრულებისას?
მან უნდა უზრუნველყოს მოსწავლე შესაბამისი გარემოთი, მისცეს მითითებები და დაეხმაროს, თუმცა დავალება შვილის ნაცვლად არ უნდა შეასრულოს. ამითი მოსწავლე ზარმაცდება, ხდება უპასუხისმგებლო და ეკარგება ან უქვეითთება მოტივაცია. ხშირად მასწავლებელი და მშობელი სხვადასხვა ხერხით ასრულებინებენ დავალებას, ამ დროს ბავშვი გაურკვევლობაშია და იბნევა, ამიტომ მასწავლებელსა და მშობელს ბავშვის წარმატებისთვის ურთიერთშეთანხმებული მუშაობა მართებთ.
ყურადღება მინდა გავამახვილო მშობელთა ჩართულობის როლზე მოსწავლეთა საშინაო დავალებების მომზადებისას, როგორ და რა დოზით უნდა იყოს ჩართული მშობელი ამ პროცესში. ეს სარეკომენდაციო ხასიათის ნაშრომი, თავის მხრივ, შესაძლებელია პედაგოგებმაც გამოიყენონ მშობელთა კრებებზე, მშობლებთან დისკუსიის, სემინარის ორგანიზებისას მსგავსი თემატიკის განსახილველად ან პრობლემის გადასაჭრელად.
თუ კი ბავშვს გაცნობიერებული ექნება დავალების შესრულების აუცილებლობა და ვალდებულება, მას პასუხისმგებლობის გრძნობაც გაუჩნდება, მაგრამ სასურველია, ჯერ გამოვუმუშავოთ გაკვეთილებისადმი, როგორც მისთვის მნიშვნელოვანი საქმისადმი მიდგომა.
მნიშვნელოვანია მივაჩვიოთ ბავშვი რეჟიმს, წესებს, პროცედურებს, რომელიც საბოლოო ჯამში, სისტემატურ ხასიათს შეიძენს და ორგანიზებულობაში გადაიზრდება.
მოსწავლემ სკოლიდან დაბრუნებისთანავე არ უნდა დაიწყოს დავალებების მომზადება, ბავშვისთვის აუცილებელია დასვენება და განტვირთვა, რათა ნელ-ნელა გადმოერთოს სასკოლოდან ოჯახურ გარემოზე.
მოსწავლემ დავალებების შესრულება უნდა დაიწყოს მარტივიდან რთულისკენ პრინციპით. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ნებისმიერ ბავშვს რთული დავალების შესასრულებლად, დიდი დრო სჭირდება, ბავშვი იღლება, თავს წარუმატებლად თვლის, თვითშეფასება ეცემა და ამ დროს შესაძლოა დავალების თავის არიდებისკენ გაუჩნდეს სწრაფვა. ამასთან ნუ გადატვირთავთ დამატებითი სავარჯიშოებითა და ამოცანებით.
განათლების სფეროში მეცნიერებს და სპეციალისტებს მშობლების მხრიდან დიდ შეცდომად მიაჩნიათ სასწავლო პროცესის შეწყვეტას ამა თუ იმ მიზნით. ეს მაღაზიაში გასვლა იქნება თუ სხვა საოჯახო დავალება. სამუშაო პროცესისგან მოწყვეტა არ არის არც სასურველი და არც რეკომენდებული!
სასურველია გარემო, სადაც ბავშვებს უწევთ დავალებების მომზადება, სწორად იყოს ორგანიზებული, მაგალითად, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ისე უნდა ისხდნენ მაგიდასთან, რომ ქვედა კიდურები იატაკს ებჯინებოდეს, შუქი სამუშაო ადგილას მარცხნიდან ეცემოდეს (თუ ბავშვი ცაციაა, პირიქით, მარჯვნიდან). ოთახში დავალებების შესრულებისას უნდა იყოს დაცული სიწყნარე, ხმაური ყურადღებას ადუნებს და ხელს უშლის მას კონცენტრირებაში. ურიგო არ იქნება სხვადასხვა საგნების თვალსაჩინოებების ცამოკიდება კედლებზე, რომლებიც ძალიან დაეხმარება მოსწავლეებს, რადგან ვიზუალურ მეხსიერებას დიდი როლი აქვს არა მარტო უცხო ენების სწავლაში არამედ ტექნიკურ საგნებშიც.
თუ კი ვთანხმდებით იმაზე, რომ საშინაო დავალების მიზანია სწავლის პროცესის ხელშეწყობა, მაშინ ლოგიკურია მასწავლებელმა უნდა შეაფასოს არა ერთობლივი ნამუშევარი, არამედ მოსწავლის დამოუკიდებელი შრომა, რადგან ცოდნას იღებს ბავშვი და არა მშობელი.
ხშირად, პრობლემას წარმოადგენს მეთოდები, რომლითაც ვეხმარებით მოსწავლეს. მასწავლებელი ამას სხვაგვარად ახორციელებს, შედეგად ვიღებთ დაბნეულ ბავშვს. თუ მშობელი ხედავს, რომ შვილი სირთულეებს განიცდის დავალებების მომზადებისას, კონსულტაცია უნდა გაიაროს საგნის მასწავლებელთან.
ბევრმა მეცნიერმა ჩაატარა არაეთი ექსპერიმენტი იმაზე, რომ  მშობლებმა არ უნდა დაიშურონ კეთილი, თბილი სიტყვები ისეთი ბავშვებისათვის, რომლებიც სისტემატურად არიან აკურატულები, პასუხისმგებლიანები, ცდილობენ გაამართლონ მშობლებისა და მასწვლებლების მოლოდინი.
თუ მშობელი თვლის ,რომ მის დროს კარგავს, როცა დახმარებას უწევს მას და ხშირად უმეორებს ამას, ბავშვს უვითარდება არასრულფასოვნების კომპლექსი, ის ვარდება განცდებში, რომელიც საბოლოოდ მის სწავლაზეც აისახება.
ეცადეთ არ გამოიყენოთ სხვადასხვა დამამცირებებლი და შეურაცმყოფელი ეპითეტები როგორიცაა: ზარმაცი ხარ, უყურადღებო ხარ, შენ არაფრის ღირსი არ ხარ და ა.შ. არ შეადაროთ მისი ცოდნა სხვა მოსწავლის ცოდნას. დაიხსომეთ, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ნუ დააჩქარებთ მისი მუშაობის ტემპებს, ფსიქოლოგთა აზრით, ეს იწვევს მათ ნერვოზულობას, რაც უარყოფითად აისახება დავალებების შესრულებაზე. თუ თქვენ გადაწყვიტეთ დახმარება გაუწიოთ თქვენს შვილს დავალებების მომზადებისას, საჭიროა აღიჭურვოთ მოთმინებითა და შემოქმედებითობით, რათა მეცადინეობა გადაიქცეს არა მტანჯველ პროცედურად, არამედ ურთიერთობისა და შემეცნების საინტერესო საშუალებად.

რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა საშინაო დავალების ეფექტურობისთვის?
გაითვალისწინოს რაოდენობა
წინასწარ განსაზღვროს და დაგეგმოს დავალება ისე, რომ მოსწავლის პოტენციალი მაქსიმალურად აამუშაოს, რათა მიაღწიოს შედეგს და უფრო მეტიც, სიამოვნებით იმუშაოს მოსწავლემ
არ არის აუცილებელი ყოველდღე საშინაო დავალების მიცემა
სახლში დავალება მხოლოდ მაშინ მივცეთ, როდესაც დარწმუნებული ვართ, შემდეგ გაკვეთილზე ამ დავალების შემოწმებას მოვახერხებთ.
როჯერსის მოლოდინის თეორიის მიხედვით, მასწავლებლების მოლოდინი გავლენას ახდენს მოსწავლეების მუშაობის ხარისხზე, სწავლის მოტივაციასა და მათ განწყობაზე წარმატებისა და მარცხის მიმართ. ისინი მასწავლებელთა მოლოდინის მიხედვით იქცევიან. მოსწავლეები სამუშაოს ასრულებენ მასწავლებლის მოლოდინის შესაბამისად. ნუ განსჯით მოსწავლეებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, რადგან ამით გამოხატავთ თქვენს მოლოდინს (მაღალი, დაბალი). ეცადეთ, გაამხნევოთ თქვენი მოსწავლეები და მისცეთ სტიმული, საუკეთესო კუთხით წარმოადგინონ თავიანთი ნიჭი და უნარი საშინაო დავალების შესრულებისას.
ყოველ ახალ დავალებას მოსწავლე ახალ ნიშნულამდე უნდა აჰყავდეს, უნდა ზრდიდეს მისი ცნობისმოყვარეობის სურვილს. შესრულებული დავალების ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, თუ მოსწავლეებს აქტიურად ჩავრთავთ დავალების შერჩევის, ორგანიზებისა და შეფასების პროცესში. ან დავალების შემოწმებისას ჩავატაროთ კვლევა, რა გაუჭირდათ, რამდენ მოსწავლეს, რა კარგად შეასრულეს, რამდენმა მოსწავლემ, რა ვერ შეასრულეს, რამდენმა მოსწავლემ. ეს კი უფრო ნათლად დაგვანახებს, მივაღწიეთ თუ არა მიზანს. ან რას შევცვლიდი გასაუმჯობესებლად.
საშინაო დავალების შესრულება მოსწავლეს ჩვევაში უნდა გადაეზარდოს. თუმცა დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ აუცილებელია მისი გარეგანი და შინაგანი მოტივაციის შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, დამოკიდებულება, მოთხოვნილებები, თვითრეალიზაციის მოთხოვნილება. ჯილდო, შექება, რომელიც კონკრეტული დავალებისათვის დაიმსახურა, არ უნდა იყოს ზოგადი, მაგ. ყოჩაღ, კარგი გოგონა ხარ და ა.შ., არამედ შენ ეს დავალება ზუსტად იმ ხერხით დამიწერე, რომელსაც მე გთხოვდით. ეს პერსონაჟი ზუსტად დააკავშირე მის პროტოტიპთან. შეიძლება ასევე რეიტინგული ცხრილის გაკვრა თვალსაჩინო ადგილზე. ეს გრძელვადიანი სამუშაოა. შედეგს მაშინვე ვერ დავინახავთ, მაგრამ არც უშედეგოდ ჩაივლის. ყველა ბავშვს შესაძლებლობები, განვითარებისა და შესასრულებელი სამუშაოს ტემპი სხვადასხვა აქვს. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. სწორად შერჩეული დავალება კი ხელს შეუწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას. ნაკლები იქნება იძულება, ხალისი კი – მეტი. მათ უნდა დარჩეთ თავისუფალი დრო თამაშისთვის, მშობლებთან და თანატოლებთან ურთიერთობისთვის.
მასწავლებელს დიდი ზეგავლენა აქვს ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაზე. თუ მასწავლებელი მოსწავლეს შთააგონებს, რომ ის არის შრომისმოყვარე, ინტერესიანი და მოტივირებულია, ის შეიძლება მართლაც ასეთი გახდეს. ეს შანსი რომ ხელიდან არ გაუშვათ, ეცადეთ, შინ შესასრულებლად შეურჩიოთ ისეთი დავალებები, რომლებსაც ისინი დაძლევენ.
შექება განაპირობებს წარმატებას, აძლიერებეს მოსწავლის თვითშეფასების უნარს, უნერგავს რწმენას და ზრდის მის კომპეტენციას. ნუ დაუწუნებთ ნამუშევარს, უთხარით, რომ თქვენ გჯერათ მისი შესაძლებლობების და მომავალში ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. შემოწმება ეხმარება მოსწავლეებს სწავლაში, მისი მეშვეობით ისინი აცნობიერებენ, რა იციან, რას მიაღწიეს და რა უნდა გააუმჯობესონ. სწავლა კეთებისა და უკუკავშირის პროცესში მიმდინარეობს.
და ბოლოს, საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც უპასუხებს კვლევით გამოვლენილ რეალურ საჭიროებებსა და პრობლემებს, უზრუნველყოფს საგნის სწავლების სრულყოფას სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე. დავალებების მიცემა გაკვეთილის ყველაზე რთული ნაწილია არა მარტო იმიტომ, რომ მოსწავლეებს დავალებები არ უყვართ. პრობლემები რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ისეთი დავალებების მიცემა, რომლის მსგავსიც კლასში მათ უკვე შეასრულეს. მასწავლებელმა უნდა დაარწმუნოს მოსწავლეები, რომ საშინაო დავალება აუცილებელი და მნიშვნელოვანია მათთვის და ის მხოლოდ თავისუფალი დროის შესავსებად არ არის მოგონილი. მასწავლებელმა ბავშვს ისეთი საშინაო დავალება უნდა მისცეს, რომ მას ერთი სული ჰქონდეს, მივიდეს სახლში, ისადილოს და დავალება შეასრულოს. ეს კი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მასწავლებელი მისცემს საინტერესოდ ფორმულირებულ დავალებას, რომელიც განწყობას შეუქმნის, მოიძიოს ახალი და ორიგინალური ინფორმაცია, და გამოთქვას საკუთარი აზრი. მასწავლებელმა მოსწავლეს ინტრიგა უნდა დაუტოვოს, რათა მან თვითონ დაიწყოს ძებნა. სკოლაში შეიძლება ეს პატარა დოზით გაკეთდეს, მოსწავლეს ის დავალება დაამახსოვრდება უფრო კარგად და იოლად, რომელზეც თვითონ იპოვის პასუხს.
განხილული საკითხებიდან გამომდინარე, მასწავლებელს დიდი დაფიქრება მართებს საშინაო დავალების სწორად შერჩევისას, რათა ეს პროცესი დასჯად არ იქცეს, ხოლო მშობელმა კარგად უნდა გაიაზროს თავისი ფუნქცია, რა დოზით დაეხმაროს შვილს.
თავი III
3.1 კვლევის გეგმა
ამ თავში განხილულია საკვლევი საკითხის მიხედვით კვლევის დიზაინი. წარმოდგენილია ინფორმაცია გეგმის შემუშავებისა და მუშაობის ეტაპების შესახებ. ახსნილია კვლევისათვის მონაცემთა შეგროვების გამოყენებული მეთოდები.
საკვლევი საკითხის განსაზღვრის შემდეგ მოვიძიე და საფუძვლიანად დავამუშავე თემაზე არსებული მეორადი ინფორმაცია. გავეცანი სხვადასხვა ლიტერატურას, რათა მკაფიოდ განმესაზღვრა თუ რა ტიპის ინფორმაციის მოპოვება იყო საჭირო დასკვნების გამოსატანად.
შემდეგი ეტაპი იყო წინასწარი შეხვედრები კოლეგებთან და მშობლებთან. ამ შეხვედრებზე ვისაუბრეთ საკვლევ საკითხზე, გავცვალეთ მოსაზრებები და შევთანხმდით ერთობლივ მოქმედებაზე, რაც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია კვლევის წარმატებისათვის.
გამოვიყენე დაკვირვების მეთოდი. განსაზღვრული დროის განმავლობაში ერთობლივად ვაკვირდებოდით მოსწავლეებს და მათ მიერ შერსულებული დავალების ხარისხს. მიღებული შუალედური მონაცემები დავამუშავე, რამაც საშუალება მომცა შემედგინა ინფორმატიული და პროდუქტიული კითხვარები როგორც მოსწავლეებისათვის (ანკეტირება), ასევე მათი მშობლებისთვისაც (სიღრმისეული ინტერვიუ).
ანკეტირებით და ინტერვიუებით მოპოვებული ინფორმაცია გავაანალიზე და დავამუშავე. განვახორციელე ინტერვენციები. ამის შემდეგ უკვე მომეცა საშუალება მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე ჩამომეყალიბებინა კვლევის დასკვნები და მიგნებები. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია კვლევის ეტაპები და განხორციელების ვადები

# აქტივობა
ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი იანვარი თებერვალი მარტი აპრილი
1 საკვლევი პრობლემის შერჩევა +
2 კვლევის გეგმის შემუშავება +
3 ლიტერატურის შესწავლა + + +
4 შეხვედრები კოლეგებთან და მშობლებთან + + +
5 კვლევის მეთოდების შერჩევა + +
6 ერთობლივი დაკვირვება + + +
7 შუალედური მონაცემების ანალიზი +
8 მოსწავლეთა ანკეტირება +
9 სიღრმისეული ინტერვიუები მშობლებთან +
10 მიღებული შედეგების ანალიზი + +
11 ინტერვენციის განხორციელება + +
12 დასკვნების შემუშავება + +
13 პრეზენტაცია +

#
აქტივობა

ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
1
საკვლევი პრობლემის შერჩევა
+






2
კვლევის გეგმის შემუშავება
+






3
ლიტერატურის შესწავლა

+
+
+



4
შეხვედრები კოლეგებთან და მშობლებთან


+
+
+


5
კვლევის მეთოდების შერჩევა



+
+


6
ერთობლივი დაკვირვება


+
+
+


7
შუალედური მონაცემების ანალიზი




+


8
მოსწავლეთა ანკეტირება




+


9
სიღრმისეული ინტერვიუები მშობლებთან




+


10
მიღებული შედეგების ანალიზი




+
+

11
ინტერვენციის განხორციელება





+
+
12
დასკვნების შემუშავება





+
+
13
პრეზენტაცია






+

3.2 კვლევის მეთოდები
კვლევის დროს გამოყენებული იქნა შემდეგი მეთოდები:
დაკვირვება, ანკეტირება, სიღრმისეული ინტერვიუ, პირველადი და მეორადი მონაცემების ანალიზი, სინთეზი.
დაკვირვების პროცესი განხორციელდა კოლეგებთან ერთობლივი მუშაობით. წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ერთსა და იმავე პერიოდში მეცხრე კლასის მასწავლებლები ერთიანი სქემით ვაკვირდებოდით კლასის მოსწავლეების მიერ შესრულებული საშინაო დავალების ხარისხს.
ანკეტის საშუალებით, რომელიც იყო წინასწარ შემუშავებული  მოხდა მოსწავლეთა გამოკითხვა. გამოკითხვის მიზანი იყო მოსწავლეთაგან იმ მიზეზების გარკვევა, რის გამოც არ ან ვერ არსულებენ საშინაო დავალებას სრულყოფილად. ანკეტა შედგებოდა სამი კითხვისგან:
ეს კითხვებია:

1. ჩემს მიერ შესრულებული საშინაო დავალება ...

პირველი კითხვის მიზანია დაგვანახოს მოსწავლის დამოკიდებულება მის მიერ შესრულებული დავალების მიმართ. რამდენად კმაყოფილია ის საკუთარი მუშაობით და როგორ აფასებს თავს.
2. საშინაო დავალების მოცულობა...

აღნიშნული კითხვით ვიგებთ, როგორ აფასებს მოსწავლე საშინაო დავალების მოცულობას.
3. საშინაო დავალება არ მიწერია რადგან... (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე ვარიანტი)

კითხვის მიზანია მოსწავლემ თავად დაასახელოს დავალების შეუსრულებლობის მიზეზები.
რაოდენობრივი კვლევის გარდა გამოყენებული იყო თვისობრივი კვლევის ელემენტებიც. კერძოდ წინასწარ მოვამზადე სავარაუდო შეკითხვები, რომელთაც მშობლებს ვუსვამდი გაღრმავებული ინტერვიუს განმავლობაში. ინტერვიუ შედგა 8 მშობელთან, რის შემდეგაც გამოიკვეთა არაერთი სავარაუდო ხელისშემშლელი ფაქტორი. სიღრმისეული ინტერვიუები იყო ერთ-ერთი ნაყოფიერი ეტაპი.
ამ კვლევებისა და ინტერვიუების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გადამუშავდა, დახარისხდა და მომზადდა ანალიზისთვის. ასევე გამოვიყენე სინთეზი და დედუქცია.

3.3 მონაცემთა ანალიზი
კვლევის დროს იყო გამოყენებული რამდენიმე მეთოდი. ამ თავში იქნება აღწერილი თითოეული მეთოდის შედეგად მიღებულ მონაცემები და მათ შორის კავშირები.
პირველ რიგში ჩატარდა ერთობლივი დაკვირვება. დაკვირვებაში მონაწილეობას ვიღებდით მეცხრე კლასის ხუთი მასწავლებელი. დაკვირვების მთავარი მიზანი გახლდათ იმის დადგენა, თუ რამდენად სრულფასოვნად ასრულებენ მოსწავლეები საშინაო დავალებას თითოეულ საგანში. ისინი დავყავით სამ ძირითად კატეგორიად:
ყოველთვის ასრულებს სრულფასოვნად;
ზოგჯერ ასრულებს სრულფასოვნად;
იშვიათად ან საერთოდ არ ასრულებს.

როგორც ზემოთაც აღვნიშნე, სულ კლასში სწავლობს 10 მოსწავლე. მათი განაწილება ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებში საგნების მიხედვით შემდეგია:
ყოველთვის
ზოგჯერ
იშვიათად





ყოველთვის
ზოგჯერ
იშვიათად







ყოველთვის
ზოგჯერ
იშვიათად





ყოველთვის
ზოგჯერ
იშვიათად






ყოველთვის
ზოგჯერ
იშვიათად




დიაგრამებიდან თვალნათლივ ჩანს, რომ განსხვავება საგნებს შორის უმნიშვნელოა, რაც საყურადღებო ფაქტორია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მეცხრე კლასელი მოსწავლეები დავალების შესრულებისას საგანს ნაკლებად ანიჭებენ მნიშვნელობას. ასევე საინტერესოა, რომ სხვადასხვა საგნებში თითოეულ გრაფას ძირითადად ერთი და იგივე მოსწავლეები ავსებენ. ეს ნიშნავს, რომ ესა თუ ის მოსწავლე ან ყველა საგანში სრულყოფილად ასრულებს დავალებას ან საერთოდ არ ასრულებს.
შემდეგი ეტაპი გახლდათ მონაცემთა ანკეტირება. ქვემოთ განვიხილავთ თითოეული კითხვის შედეგს დეტალურად.

ჩემი საშინაო დავალება

ივიათად არის სრულყოფილი        0
სრულყოფილია ზოგჯერ ზოგიერთ საგანში  2
სრულყოფილი ზოგჯერ ყველა საგანში 3
სრულყოფილია ყოველთვის ზოგიერთ საგანში        4
სრულყოფილია ყოველთვის ყველა საგანში 1




ჩემთვის საინტერესო იყო იმის გარკვევა თუ თავად მოსწავლეები როგორ აფასებენ საკუთარ დავალებას. როგორც გაირკვა მოსწავლეთა თითქმის ნახევარი თავის თავს ყოველთვის სრულყოფილად მომზადებულად თვლის, მათ შორის რა თქმა უნდა არიან ისინიც, ვინც მასწავლებლებმა შეიყვანეს ჯგუფებში „ზოგჯერ“ ან „იშვიათად“. ასევე ამ გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ არცერთი მოსწავლე არ მიიჩნევს, რომ დავალებას იშვიათად ასრულებენ, მაშინ როდესაც მასწავლებლების მიერ შედგენილი განაწილება სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს.





       საშინაო დავალების მოცულობა
დიდია ყველა საგანში დიდია ზოგიერთ საგანში ნორმალურია ყველა საგანში

მეორე კითხვის გრაფიკმა საინტერესო შედეგი გამოავლინა. მოსწავლეთა ოქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ საშინაო დავალება უფრო მცირე მოცულობის უნდა იყოს. მხოლოდ მეხუთედი მიიჩნევს, რომ დავალება მისაღები მოცულობისაა. მათი უმეტესობა მასწავლებელთა აზრით სისტემატურად სრულყოფილად ასრულებს დავალებას. მოსწავლეთა მესამედი მიიჩნევს, რომ დავალება უნდა შეუმცირდეთ ზოგიერთ საგანში. მათი უმეტესობა მასწავლებელთა განაწილებაში მიეკუთვნება გრაფებს - „ყოველთვის“ და „ზოგჯერ“.















   ვერ ვასწრებ
   ვერ ვიგებ
   ერთფეროვანია
   ყოველთვის არ მოწნდება



 ამ კვლევით ჩვენ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე თუ რატომ თუ რატომ არ უწერიათ მოსწავლეებს დავალება. მოსწავლეთა უმეტესობა დროის უქონლობას აბრალებს. საყურადღებოა ერთფეროვანი დავალებებიც, რაც მეორე უმთავრეს მიზეზად სახელდება. მესამე ფაქტორი რაც მოსწავლეებს აწუხებს არის ის, რომ დავალების შინაარსი გაუგებარია და აგრეთვე დგას დავალების შემოწმების პრობლემა. მოსწავლეებზე მოქმედებს ის ფაქტი, რომ მისი დავალება შეიძლება არ შემოწმდეს, რაც იწვევს მის დემოტივაციას და არ დაწეროს დავალება. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ აერჩიათ ერთზე მეტი ვარიანტი. პასუხების კვლევით ირკვევა, რომ პასუხები „ვერ ვასწრებ“ და „ვერ ვიგებ“ ერთდროულად ბევრმა მოსწავლემ შემოხაზა.
მასწავლებლებისა და მოსწავლეებისაგან მიღებული მონაცემების ანალიზით უკვე გვაქვს საშუალება რამდენიმე შუალედური წინასწარი დასკვნა:
საშინაო დავალების მოცულობა აღმოჩნდა უმთავრესი პრობლემა, რომლის წინაშეც მოსწავლეები დგანან. ამას მიუთითებენ როგორც მაღალი ასევე დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეებიც.
გაუგებარ საშინაო დავალებაზე მიუთითებენ ის მოსწავლეები, რომელთაც მასწავლებელთა აზრით ზოგჯერ ან იშვიათად უწერიათ დავალება სრულყოფილად;
მოსწავლეთა თვითშეფასება გაცილებით მაღალია მასწავლებელთა შეფასებებზე.

იმისთვის, რომ დამედგინა საშინაო დავალების არასრულფასოვნად შესრულების მიზეზები ჩავატარე სიღრმისეული ინტერვიუები მშობლებთან.
ქვემოთ დიაგრამაზე მოცემულია მონაცემები, თუ რამდენად დამოუკიდებლად ასრულებენ მოსწავლეები საშინაო დავალებას.







არასოდეს
იშვიათად
ხშირად
ყოველთვის




პასუხი არასოდეს და იშვიათად გასცეს უმეტესად იმ ბავშვების მშობლებმა, რომლებიც დავალებას ყოველთვის სრულფასოვნად ასრულებენ და პირიქით, ძირითადად იმ მოსწავლეებს ეხმარებიან მშობლები, რომელთაც ზოგჯერ ან იშვიათად აქვთ დავალება სრულფასოვნად შესრულებული.
მშობლებს გავესაუბრე დამატებითი წრეების შესახებ რომლებზეც მათ შვილები დადიან. გაირკვა ის, რომ დამატებით წრეებზე სიარული დავალების შესრულების ხარისხზე დიდად არ აისახება, რადგან წრეებზე მოსწავლეები არ ასრულებენ საშიანო დავალებებს და წრეებზე  დადიან როგორც მაღალი ასევე დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეები.







თავი IV
4.1 შესაძლო ინტერვენციების განხორციელება
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის ვარიანტები.
ორი კვირის განმავლობაში ყოველ გაკვეთილზე ვამოწმებდი თითოეული მოსწავლის საშინაო დავალებას. ასევე აქტიურად ვაძლევდი უკუკავშირს.
იმისთვის, რომ საშინაო დავალება ყოფილიყო მრავალფერობვანი და უფრო საინტერესო მოსწავლეებს დავავლე პროექტი და მივეცი მითითებები მის შესრულებაზე.
რამდენიმე მშობელს ვთხოვე აღარ დახმარებოდნენ შვილებს დავალებების მომზადებაში.
კვლევაში მონაწილე კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ ერთობლივად გადავწყვიტეთ შეგვემცირებინა დავალებების მოცულობა.

4.2 ინტერვენციების შედეგების შეფასება
ამ ქვეთავში მიმოვიხილავ თითოეულ ინტერვენციას უფრო ვრცლად და განვსაზღვრავ მათ შედეგებს.
ერთ-ერთ ინტერვენციად ავირჩიე მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი საშინაო დავალების შეთავაზება. წინასწარ მოვამზადე პროექტი და დავავალე მოსწავლეებს გარკვეულ ვადაში მისი მომზადება. პროექტმა თავიდანვე მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ვატყობდი, რომ ეს ყოველივე მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა ინტერვენციები განვახორციელე მშობლებთან და კოლეგებთად ერთად. მშობლების გარკვეულ ნაწილს, რომელთაც ინტერვიუს დროს დაადასტურეს დავალების წერისას შვილების დახმარების ფაქტი, ვთხოვე აღარ ჩარეულიყვნენ საშინაო დავალების მომზადების პროცესში. პარალელურად მასწავლებლები შევთანხმდით იმაზე, რომ შეგვემცირებინა საშინაო დავალების მოცულობა. შედეგად მივიღე, რომ მოსწავლეები გახდნენ მეტად დამოუკიდებლები და მოტივირებულნი, ზრუნავდნენ სრულად შეესრულებინათ საშინაო დავალება. ამ ჩემი შეფასების გადამოწმება გადავწყვიტე კოლეგებთან, რისთვისაც დამჭირდა ფოკუს-ჯგუფის შექმნა. ფოკუს ჯგუფში მონაწილეობდნენ ის მასწავლებლები, რომელთაც კვლევის განმავლობაში შეაფასეს მეცხრე კლასის მოსწავლეები. საბოლოოდ ფოკუს ჯგუფის შედეგები ძირითადად ეთანხმებოდა ჩემს შეფასებებს.

4.3 დასკვნები და მიგნებები:
განხორციელებული კვლევის და ინტერვენციების ანალიზისა და შეფასების შემდგომ წარმოგიდგენთ შემდეგ დასკვნებს:
საშინაო დავალების არასრულფასოვნად შესრულების ერთ-ერთ მიზეზად გამოიკვეთა საშინაო დავალების მოცულობა. საშინაო დავალების მოცულობის შემცირებამ დავალების ხარისხი პირდაპირ პროპორციულად გაზარდა;
საშინაო დავალების სისტემატიურმა შემოწმებამ და მუდმივმა უკუკავშირმა აამაღლა მოსწავლეთა მოტივირება;
დავალების შეუსრულებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა ასევე დავალების ერთფეროვნება. ცდებითაც დადასტურდა, რომ მრავალფეროვანი საშინაო დავალების შესრულება მოსწავლისათვის გაცილებით საინტერესო და მიმზიდველია.
აღმოჩნდა, რომ მოსწავლის მომზადებაში გადატვირთული დღის რეჟიმი დიდ როლს თამაშობს, რაც მშობლებმაც აღიარეს. ამიტომ აუცილებელია ყურადღებით და ჭკვიანურად შეირჩეს მოსწავლის დღის განრიგი, რაშიც მშობელს აკისრია დიდი და გადამყვეტი როლი;
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის მოსწავლეები რომლებიც დამოუკიდებლად არსულებენ საშინაო დავალებას, უფრო ხშირად მომზადებულები მოდიან სკოლაში. თუ მოსწავლე დავალებას ასრულებს მშობელთან ან სხვა პირთან ერთად, ის დიდწილად სხვაზეა დამოკიდებული და უჭირს სისტემატურად იყოს სრულფასოვნად მომზადებული;
იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ნაყოფიერად იმუშაონ, აუცილებელია სხვადასხვა საგნის მაწავლებელთა შორის აქტიური კონტაქტი. მასწავლებლებს შორის მეტი კავშირის შემთხვევაში საშინაო დავალების შერსულების ხარისხმა შესამჩნევად მოიმატა;
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელსა და მშობელს შორის აქტიური კავშირის არსებობა. მშობლებთან ჩატარებული ინტერვიუებიდან ნათელი გახდა, რომ რაც მეტად არის ჩართული მშობელი სასწავლო პროცესში, მით უკეთესია მოსწავლის მიერ შესრულებული დავალების ხარისხი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მშობლის მხრიდან სასწავლო პროცესში ჩართულობა არ ნიშნავს მოსწავლის მიერ დავალების დამოუკიდებლად შესრულების შეზღუდვას.

ჩემს მიერ შერსულებული კვლევა და გამოტანილი დასკვნები გავუზიარე კათედრის წევრებს
სხდომაზე, რათა ის მასწავლებლებიც გასცნობოდნენ კვლევის შედეგებსა და
მიგნებებს, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი კვლევის პროცესში. მათთვის საინტერესო იყო იმ მიგნებებზე საუბარი, რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რაც ხელს შეუწყობს არა მარტო ჩემს, არამედ მათ მომავალ საქმიანობასაც. კერძოდ, რომ საჭიროა მშობელთა ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში და სხვადასხვა პროფილის მასწავლებლებს შორის უფრო მჭირდო კავშირის დამყარება.
ბიბლიოგრაფია:
1. ეროვნული სასწავლო გეგმა: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის 2011-2016;
2. ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
3. წულაძე ლ. „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ თბ. 2008.http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf
4. ლობჯანიძე „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი. http://mastsavlebeli.ge/?p=281
5. გიორგაძე მ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული რესურსიhttp://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201;
6. ზურაბიშვილი თ. „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006 წ. http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173
7. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, „სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა“. 2017წ.

რეფლექსია
სასწავლო წლის დასაწყისში დაგეგმილი კვლევის განსახორციელებლად დავიწყე მონაცემთა შეგროვება, მიღებული შედეგები განვიხილე კოლეგებთან, რის შემდეგაც დავგეგმე ინტერვენციები. რეკომენდაციების შემუშავებისას გავითვალისწინე კოლეგების აზრი, რომლებიც საკუთარ პრაქტიკას გვიზიარებდნენ. სამწუხაროდ, ყველა მიმართულებით ვერ მოვახერხე მუშაობა. ამის პრაქტიკული გამოცდილება არ მყოფნიდა, მაგალითად, დამეხარისხებინა საშინაო დავალებები სირთულისა და ტიპის მიხედვით, რაც გამოკვეთდა იმას, თუ რა ტიპის დავალების შესრულება უჭირთ მოსწავლეებს, აგრეთვე, კარგი იქნებოდა მათი სოციალური მდგომარეობის ფაქტორების გათვალისწინება. ეს უფრო სრულყოფილ სახეს მისცემდა კვლევას. თუმცა, ის მიგნებები, რომლებიც გამოვკვეთე აღნიშნულ კვლევაში, საკმაოდ მნიშვნელოვნად მიიჩნიეს კოლეგებმაც, მით უმეტეს, რომ შედეგი თვალსაჩინო გახდა, მაგრამ ამან მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაც გამოკვეთა. განსაკუთრებით მშობელთა ჩართულობის პროცესში. ცხადი გახდა, რომ მშობლების  ანკეტირებით მიღებული ინფორმაცია, მოსწავლეებისგან მიღებული ინფორმაცია და აგრეთვე ჩემი დაკვირვებით მოპოვებულ ინფორმაცია საკმაოდ საჭირო გახდა ჩემი კვლევისთვის.
რეკომენდაციები, რომლების გათვალისწინებამ აშკარად შეცვალა არსებული მონაცემები გახლავთ:
1. საშინაო დავალების დოზირება.
2. შესრულების მიმართულებების ახსნა-განმარტება
3. საშინაო დავალების დასახელება თვალსაჩინოდ წარმოდგენა (დაფაზე ან სხვა თვალსაჩინოებების მეშვეობით).
4. დროის განსაზღვრა, ინფორმაციულობა ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად (მეტ-ნაკლებად).
დასკვნა, რომლიც მონაცემთა ანალიზის საფუძველზე გამოვიტანეთ, შემდეგია:
1. საშინაო დავალების მიზნობრივად გამოყენება აუმჯობესებს სწავლება - სწავლის შედეგებს;
2. მასწავლებლის მხრიდან მუდმივი უკუკავშირი ხელს უწყობს ხარისხიან მუშაობის პროცესს;
3. მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესების და საჭიროების გათვალისწინებით ხორციელდება, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას;
4. საშინაო დავალების ეფექტური გამოყენებისათვის საჭიროა მუდმივად კლასის საჭიროებების კვლევა.
ლიტერატურა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით შევისწავლე, საკმაოდ სასარგებლო ინფორმაციას იძლეოდა, როგორ საქართველოს, ისე განათლების სისტემაში მოწინავე ქვეყნების გამოცდილების შესახებ. აქტივობები, რომლებიც განვახორციელე, სწორედ შესწავლილი ლიტერატურისა და კოლეგების რჩევით შევარჩიე. აღნიშნულმა კვლევამ დიდი გამოცდილება შეძინა სწავლების პროცესში დავაკვირდე და შევისწავლო პრობლემული საკითხი და დეტალებზე ვიყო ორიენტირებული. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ხომ არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, ჩატარებული მასწავლებელთა მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესის და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.



Комментариев нет:

Отправить комментарий